en
ge

ისწავლე და იმოქმედე - ახალგაზრდები გურიის განვითარებისთვის

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიც არის, გურიის რეგიონის ახალგაზრდების გაძლიერება სამოქალაქო უნარების სწავლების და ადგილობრივი თემის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელების გზით.

თუ თქვენ:

  • ხართ მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდა; 
  • ცხოვრობთ გურიის რეგიონში; 
  • დაინტერესებული ხართ სამოქალაქო საქმიანობით და თემის განვითარებით; 
  • გსურთ მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა და განახორციელოთ სასარგებლო ინიციატივები თემისთვის;

მაშინ ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა!

პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • მიიღონ ცოდნა და შეიძინონ ახალი უნარები სისტემური აზროვნების, ადგილობრივი თვითმართველობის და მონაწილეობის, სათემო ინიციატივების, სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით; 
  • მენტორების მხარდაჭერით შეიმუშაონ სათემო ინიციატივები და მოიპოვონ დაფინანსება მათ განსახორციელებლად; 
  • ჩაერთონ თემის განვითარების პროცესებში და გაძლიერდნენ როგორც თემის ლიდერები;

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 598 743 512, tamar@.civilin.org თათა ბოჭორიშვილი.

წყარო:სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი