en
ge

მოხალისე

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • დაწყების თარიღი: 17.01.2014
  • ბოლო ვადა: 26.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/68046/
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, საერთაშორისო სამართლით აღიარებული სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, სახელმწიფო პოლიტიკისა და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ეფექტური სამართალწარმოების, სამიზნე ჯგუფების გაძლიერების, სამოქალაქო მონიტორინგის, კვლევისა და ანალიზის და სამართალშემოქმედებით ინიციატივებში მონაწილეობის გზით.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ, ღარიბ მოქალაქეებს".
პროექტის მოკლე აღწერა:
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები-ადამიანის უფლებათა ცენტრი და "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ, ღარიბ მოქალაქეებს" პროექტის ფარგლებში, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, ხუთი იურისტი სამართლებრივ დახმარებას უწევს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენას: სოციალურად დაუცველ პირებს, უსახლკარო, თავშესაფრის არმქონე მოქალაქეებს, დევნილებს, უნარშეზღუდულ ადამიანებს, პენსიონერებს, პატიმრებს და სხვა დახურულ ინსტიტუციებში მყოფ პირებს. პროექტში მიმდინარე საქმეები საჩივრდება სასამართლო ინსტანციის ყველა დონეზე.
პროექტის მიზანია: უზრუნველყოს საზოგადოების მოწყვლადი ფენები სამართლიანობის თანაბარი მისაწვდომლობით, უფასო იურიდიული კონსულტაციებისა და სასამართლოში წარმომადგენლობის გზით.
პროექტის ამოცანებია:
** ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და კანონის უზენაესობის განმტკიცების ხელშეწყობა საქართველოში.
** საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
** სასამართლო ხელმისაწვდომლობის უზრუნველყოფა მოსახლეობის მოწყვლადი სეგმენტისათვის, უფასო და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების გზით.
** ქართველ იურისტებში უფასო იურიდიული დახმარების გაწევის კულტურის ამაღლება.
ვაკანტური ადგილი: მოხალისე
რაოდენობა: 2
სამუშაოს ხანგრძლივობა: 5 თვე
ხელფასის ოდენობა: არაანაზღაურებადი
დატვირთულობა: 50 %
სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
** აქტიური ჩართულობა ყველა სახის იურიდიულ სამოშაოში.
** ორგანიზაციაში შემოსულ ზარებზე პასუხი.
** სარჩელისა და იურიდიული შინაარსის დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი
** მუშაობის ინტერესი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
სტაჟირების მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@article42.ge არაუგვიანეს 26 იანვრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება.
გასაუბრებაზე მოიწვევიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
წყარო:jobs.ge