en
ge

ტენდერი ტრენინგის ჩატარებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: World Vision
  • დაწყების თარიღი: 17.01.2014
  • ბოლო ვადა: 27.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/68075/
"World Vision International" საქართველოს სამხარეო განვითარების პროგრამა არის გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს თემის განვითარებას ბავშვთა კეთილდღეობისთვის. პროგრამის საქმიანობა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას - განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა. ორგანიზაცია თემის დონეზე მუშაობს სხვადასხვა ჯგუფებთნ როგორიცაა: თემის საინიციატივო ჯგუფები, თემის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, სასკოლო კლუბები, ამბულატორიის წარმომადგენლები და სხვა. პროგრამის მხარდამჭერები ასევე არიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მხარს უჭერენ პროგრამის ინიციატივებს განვითარებას პროგრამის დაწყების ეტაპიდან მის დასრულებამდე.
პროექტის მიზანი: მოსახლეობის, თემის ლიდერების და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება შემდეგ თემებზე:
** ბავშვთა დაცვის
** ოჯახური ძალადობის
** სოციალური საგენტოს პროგრამირებების
** გენდერის საკითხებზე.
დასახელება: ტენდერი ბავშვთა დაცვის, ოჯახური ძალადობის, გენდერის და სოციალური სააგენტოს პროგრამირებების შესახებ ტრენინგების და კამპანიების ჩატარებაზე სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონში.
პროექტის განხორციელების ადგილი: კახეთის და სამცხე- ჯავახეთი რეგიონი.
კახეთის სოფლები: კისისხევი, წინანდალი, აკურა, ვანთა, ვაჩნაძიანი, შაშიანი, ფშაველი, ართანა, კონდოლი, ენისელ
სამცხე-ჯავახეთი სოფლები: უდე, არალი, მუსხი, ურაველი, ვალე.
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე (1 თებერვალი, 2014 წ - 30 ივნისი, 2014 წ).
პროექტის ამოცანები:
1. თემის ლიდერების ცნობიერების ამაღლება ბავშვთა დაცვის, ოჯახური ძალადობის, გენდერის და სოციალური სააგენტოს პროგრამირებების შესახებ.
** უნდა მოხდეს 10 ტრენინგის ჩატარება კახეთში და 5 ტრენინგის სამცხე-ჯავახეთში.
** ტრენიგზე დამსწრეთა რაოდენობა იქნება 10-15 ადამიანი.
** თითოეული ტრენინგი უნდა მოიცავდეს ოთხივე ზემოთ ჩამოთვლილ თემას და არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს.
2. ახალგაზრდულ კლუბებთან კამპანიების დაგეგმა და განხორციელება:
** 5 კამპანია უნდა ჩატარდეს კახეთის რაიონში.
** კამპანიები უნდა განხორციელდეს მინიმუმ სამ თემაზე, უნდა იყვნენ ფართომასშტაბიანი, არა ერთჯერადი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სოფლის მოსახლების უდიდესი ნაწილი.
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. ტენდერში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქული პაკეტით.
საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
** სატენდერო შემოთავაზება.
** ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს კახეთის 10 და ს-ჯ-ის 5 ტრენინგის და კახეთის 5 კამპანიის ღირებულებას. ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით. (გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ უნდა უზრონველყოთ ტრენინგზე დამსწერეები ლანჩით და ყველა საჭირო მასალით)
** ორგანიზაციის/კომპანიის სრული დასახელება, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი,
** მისამართი და ტელეფონი.
** საბანკო რეკვიზიტები.
** ტრენინგის მოდული (თითოეული ტრენინგი უნდა მოიცავდეს ზემოთ ხსენებულ 4 თემას).
** კამპანიის სავარუდო გეგმა (მონახაზი).
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
** ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.
** ცნობა, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
** ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და 3 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის, თუ პრეტენდენტები დადგენილ ვადაში არ წარმოადგენენ მითითებულ ყველა ცნობასა და ინფორმაციას და/ან რომელიმე მათგანი აღმოჩნდება ყალბი. სატენდერო წინადადებების წარდგენისა და კონვერტების გახსნის ალტერნატიული წესი არ განიხილება.
კონვერტი ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციით უნდა წარმოადგინოთ ყოველდღე, 9:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მისამართზე:
World Vision International საქართველოს კახეთის ოფისი
თელავი, ძმები პაპუაშვილების 13
საკონტაქტო პირი:
ნინო ჭაბუკიშვილი "World Vision International" საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცერი
ტელ: (0 350) 27 20 03
და/ან
"World Vision International" საქართველოს თბილისის ოფისი
მის.: თბილისი, იმედაშვილის 18/17
საკონტაქტო პირი: ნინო ხარაბაძე, "World Vision International" საქართველოს ადმინისტრაციული და შესყიდვების კოორდინატორი
ტელ: (032) 215 75 15
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2013 წლის 27 იანვრის 15:00 საათი. დაგვიანებული დოკუმენტები არ მიიღება.
წყარო:jobs.ge