en
ge

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი – სტუდენტების მიღება

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან არსებული „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.02.2014
  • ბმული: http://liberalizmi.wordpress.com/2014/01/19/libcenter/
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან არსებული „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი" აცხადებს სტუდენტთა მიღებას.
შერჩეული სტუდენტები ექვსი თვის განმავლობაში მოისმენენ საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებებთან, ლიბერალიზმსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ თემებზე, მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში, მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე და არგუმენტირებულად დაასაბუთბენ საკუთარ პოზიციას, გარდა ამისა მოამზადებენ ტოქ შოუ LibTime-ს და შექმნიან ჟურნალისტურ მასალებს, რაც განთავსდება ცენტრის ბლოგზეhttp://liberalizmi.wordpress.com/.
კანდიდატი უნდა იყოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ან ბაკალავრიატის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი.
მსურველებმა 2014 წლის 15 თებერვლამდე გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზეliberalismcenter@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პროექტის დასახელება. სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.
შერჩეულ აპლიკანტებთან გაიმართება გასაუბრება.
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, 2013 წლის თებერვლიდან ხორციელდება. პროექტში მონაწილეობა უკვე მიიღო ორმოცმა სტუდენტმა, მათ მიერ შექმნილი მასალები იტვირთებოდა ბლოგზე, ჩატარდა არაერთი საჯარო ლექცია, ასევე მომზადდა გადაცემა LibTime, რომელთა ნახვა შესაძლებელია ცენტრის YouTube Channel-ზე http://www.youtube.com/user/liberalismcentre.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა 6/7
ტელეფონი: 298 22 51
BLOG: liberalizmi.wordpress.com
e_mail: liberalismcenter@gmail.com
Youtube: http://www.youtube.com/user/liberalismcentre
Facebook: https://www.facebook.com/liberalism.center?bookmark_t=pagetwitter:
წყარო: liberalizmi.wordpress.com