არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის - "კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდების უფლებები", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინტერესის გაზრდასა და ინფორმირებულობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, დაეხმაროს სტუდენტებს მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებისა და ამ პროცესებში მათი როლის გააზრებაში.
სტუდენტური კონკურსი იმართება პროექტის "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
** კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი უმაღლესი საასწავლებლის სტუდენტებს.
** კონკურსის მთავარი მოთხოვნაა სტუდენტების მხრიდან ესეების წარმოადგენა. კომისია განიხილავს ესსეს, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
- შეიცავს მინიმუმ 2000 სიტყვას;
- მომზადებულია ბოლო ერთი წლის მანძილზე;
- გამოქვეყნებულია სტუდენტურ გაზეთში;
- განთავსებულია ინტერნეტ მედია საშუალებებში ან სოციალურ ქსელებში.
მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, 2014 წლის 1 მარტამდე უნდა წარმოადგინონ მათ მიერ მომზადებული ესსეების:
** დასკანერებული ვერსია (სტუდენტური გაზეთის ნომრისა და თარიღის მითითებით);
** ინტერნეტ მედიაში ან სოციალური ქსელის ბმული.
"სიდა" იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნოს და გაავრცელოს მასალა, ავტორის სახელისა და გვარის მითითებით. საუკეთესო საკონკურსო ნამუშევარი განთავსდება "სიდას" ვებგვერდზე და გამოქვეყნდება ყოველთვიურ ნიუსლეთერში.
კონკურსზე წარმოდგენილი მასალა შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
** ნაშრომის სათაური;
** შესავალი და თემის ძირითადი თეზისები (საკითხის აქტუალობა და წარმოჩენის ტექნიკა);
** შინაარსის სტრუქტურა (შინაარსის ლოგიკური ბმა აბზაცებს შორის, მტკიცებულებით გამყარებული არგუმენტები, წერის სტილი);
** გამოყენებული წყაროები (სანდოობა და რელევანტურობა);
** ნამუშევრის კრეატიულობა და ინოვაციურობა;
** ნაშრომის ეფექტურად შეჯამება.
ჯილდო:
განხილული იქნება ყველა ესსე, რომელიც კონკურსის მოთხოვნის სრული დაცვით იქნება წარმოდგენილი. დაჯილდოვდება სამი საუკეთესო სიუჟეტის ავტორი:
I ადგილი - პლანშეტური კომპიუტერი (Samsung);
II ადგილი - სმარტფონი (Huawei U9200);
III ადგილი - ციფრული ფოტოაპარატი (Nikon L320).
"სიდა" არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში "სიდა" მოღვაწეობს 2011 წლიდან და ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტერგაციას. პროექტი "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამხცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
საკონტაქტო პირი: ნინო დემეტრაშვილი, პროექტის მენეჯერი
ტელ: 555 336299
ელფოსტა: n.demetrashvili@cida.ge
ვებ-გვერდი: www.cida.ge
წყარო:jobs.ge