ასოციაცია "ჰერა XXI" აცხადებს პროექტის კოორდინატორის თანამდებობაზე შესარჩევ კონკურსს.
საქართველოს არასამთავრობო ასოციაცია "ჰერა XXI" მხარს უჭერს მოხალისეთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით და უზრუნველყოფს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციასა და სერვისებზე სრულ ხელმისაწვდომობას, რომელიც იცავს თითოეული ადამიანის სქესობრივ უფლებებს და მიზნად ისახავს მარგინალიზებული მოსახლეობისათვის არადისკრიმინირებული გარემოს შექმნას.
პროექტი: უსაფრთხო აბორტი - ქალის არჩევანია
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების სტატუსი: სრული განაკვეთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი სამედიცინო - საზოგადოებრივი ჯანდაცვაში ან სოციალურ მეცნიერებებში
** გამოცდილება: რეპროდუქციული ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან სოციალურ სფეროში მუშაობის 3 წლის მუშაობის გამოცდილება
** პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
კანდიდატმა უნდა იცოდეს:
** სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხები
** მოსახლეობის ეროვნული და საერთაშორისო განვითარების და დემოგრაფიის საკითხები
** სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სღჯ) და უფლებები
** "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი
** "პაციენტის უფლებების შესახებ" კანონი
** სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული და საერთაშორისო პროგრამები
** ახალგაზრდებისადმი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სღჯ) საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკა
** მაღალ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტები და მიდგომები
** კარგად ესმოდეს გენდერული თანასწორობის საკითხები.
ენების ცოდნა:
** ქართული ენა (სრულფასოვნად)
** ინგლისური ენა (სრულფასოვნად)
** რუსული ენა
კომპიუტერული პროგრამები და ოპერაციული სისტემები:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, მათ შორის Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft office PowerPoint -ის სრულყოფილად ცოდნა
** ინტერნეტის და ელექტრონულ ფოსტით სარგებლობა
კანდიდატს უნდა შეეძლოს:
** დიალოგის ინიცირება
** მართვა
** დელეგირება
** ნებისმიერ დონეზე კომუნიკაცია
** საქმის მაღალ დონეზე ორგანიზება
** პრეზენტაცია
** მონიტორიგი/კონტროლი
** მონაცემთა შეგროვება და შედეგების ანალიზი
** ანგარიშების (რაპორტების) მომზადება.
მოვალეობანი/უნარები:
** გუნდური პრინციპებით მუშაობა ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებთან
** პროექტის და ტრენინგ/სემინარების ტექნიკური მხარდაჭერა
** შეხვედრების, ტრენინგების და სემინარების ორგანიზების ხელმძღვანელობა/კოორდინაცია/კონტროლი
** საინფორმაციო, საგანმანათლებლო მასალების და კამპანიების მომზადება და მომზადების ორგანიზების ხელმძღვანელობა/კოორდინაცია/კონტროლი
** სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია საერთაშორისო მტკიცებულებებსა და პრაქტიკაზე დაყრდნობით
** მიმდინარე პროექტების შესრულება და კოორდინაციის ხელშეწყობა
** მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული პროგრამების მონიტორინგი და შეფასება
** თემის მობილიზაცია და მათი საჭიროებების შესწავლა
** ორგანიზაციის ადმინიტრაციასთან თანამშრომლობა: მუდმივი რაპორტინგი და პროგრამების მონიტორინგი/შეფასება
მივლინებები: მოცემულ პოზიციაზე მომუშავე პირს მოუწევს მივლინებები, როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე, მის გარეთ ყურადღება!
გთხოვთ, რეზიუმეში მიუთითოთ თქვენთვის მისაღები მინიმალური ხელფასი და ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
** რეზიუმეების შეფასება/გადარჩევა
** გასაუბრება
** პრეზენტაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, 2014 წლის 30 იანვრამდე, მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@hrguide.ge გამოგზავნეთ CV და მოტივაციის წერილი.
ორგანიზაცია გატყობინებთ, რომ დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის პირველ ეტაპს.
წყარო:jobs.ge