ასოციაცია "ჰერა XXI " აცხადებს პროექტის კოორდინატორის ასისტენტის თანამდებობაზე შესარჩევ კონკურსს.
საქართველოს არასამთავრობო ასოციაცია "ჰერა XXI" მხარს უჭერს მოხალისეთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით და უზრუნველყოფს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციასა და სერვისებზე სრულ ხელმისაწვდომობას, რომელიც იცავს თითოეული ადამიანის სქესობრივ უფლებებს და მიზნად ისახავს მარგინალიზებული მოსახლეობისათვის არადისკრიმინირებული გარემოს შექმნას.
პროექტი: უსაფრთხო აბორტი - ქალის არჩევანია
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების სტატუსი: სრული განაკვეთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი (სასურველია სამედიცინო)
** გამოცდილება: რეპროდუქციული ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან სოციალურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი
პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლის გამოცდილება
ცოდნა:
სასურველია კანდიდატმა იცოდეს და ერკვეოდეს:
** სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სღჯ) და უფლებების საკითხები
** სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხები
** "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი
** "პაციენტის უფლებების შესახებ" კანონი
** სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული და საერთაშორისო პროგრამები
** ახალგაზრდებისადმი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სღჯ) საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკა (სასურველია)
** ესმოდეს მოსახლეობის ეროვნული და საერთაშორისო განვითარების და დემოგრაფიის საკითხები
** ესმოდეს მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტები და მიდგომები
** ჰქონდეს ხედვა გენდერული თანასწორობის საკითხებზე
ენების ცოდნა:
** ქართული ენა (სრულფასოვნად)
** ინგლისური ენა (სრულფასოვნად)
** რუსული ენა.
კომპიუტერული პროგრამები და ოპერაციული სისტემები:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, მათ შორის Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft office PowerPoint -ის სრულყოფილად ცოდნა
** ინტერნეტის და ელექტრონულ ფოსტით სარგებლობა
უნარები: კანდიდატს უნდა შეეძლოს:
** მონაცემთა შეგროვება
** ანგარიშების (რაპორტების) მომზადება
** კომუნიკაცია
** პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება
** დოკუმეტაციის წარმოება
მოვალეობები:
** შეხვედრების, ტრენინგების და სემინარების ორგანიზება
** საინფორმაციო, საგანმანათლებლო მასალების და კამპანიების მომზადება
** სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია საერთაშორისო მტკიცებულებებსა და პრაქტიკაზე დაყრდნობით
** თემის მობილიზაცია და მათი საჭიროებების შესწავლა
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება (რაპორტინგი)
** ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კორესპონდენციის წარმოება
მივლინებები: მოცემულ პოზიციაზე მომუშავე პირს მოუწევს მივლინებები საქართველოს მასშტაბით.
ყურადღება!
გთხოვთ, რეზიუმეში მიუთითოთ თქვენთვის მისაღები მინიმალური ხელფასი და ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
** რეზიუმეების შეფასება/გადარჩევა
** გასაუბრება
** პრეზენტაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, 2014 წლის 30 იანვრამდე, მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@hrguide.ge და გამოგზავნეთ CV და მოტივაციის წერილი.
ორგანიზაცია გატყობინებთ, რომ დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის პირველ ეტაპს.
წყარო:jobs.ge