ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ჟურნალისტები გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში აცხადებს სტუდენტურ კონკურსს "ქალთა ისტორიები".
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
კონკურსის ვადები, პირობები და ნამუშევრების შერჩევა:
კონკურსში მონაწილეობისთვის გთხოვთ, 2013 წლის 25 იანვრიდან - 25 თებერვლამდე გამოაგზავნოთ თქვენ მიერ შექმნილი ესსე, სტატია, ჩანახატი, ბლოგი ქართულ ენაზე. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომი. პლაგიატობის შემთხვევაში ნაშრომი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან. ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას (2 გვერდი). ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ჟურნალისტთა ქსელის ფეისბუქის გვერდზე (ძებნაში ქართული ასოებით ჩაწერეთ "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის") ან ელ-ფოსტის მისამართზე: ialavidze@gmail.com და თემის ველში მიუთითეთ "სტუდენტური კონკურსი".
ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2014 წლის 25 თებერვალი. 2014 წლის 25 იანვრიდან 25 თებერვლამდე ჟურნალისტთა ქსელი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნებს მიღებულ და საკონკურსოდ მოწონებულ ნამუშევრებს, ასევე ავტორის თანხმობის შემთხვევაში, გამოაქვეყნებს მას სხვადასხვა მედია საშუალებებში.
25 თებერვლის შემდეგ სპეციალურად შექმნილი ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ჟურნალისტები, პოეტები, მწერლები, მედია ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაასახელებენ საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს. საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენის ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება, ასევე, სოციალურ მედიაში აღნიშნული ნამუშევრის რეზონანსულობა, რეიტინგულობა და პოპულარობა (მოწონებები, გაზიარებები, კომენტარები და ა.შ).
ჯილდო:
ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის გამოაქვეყნებს საუკეთესო ნამუშევრების ელექტრონულ ალმანახს. საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება სხვადასხვა გაზეთებსა და გამოცემებში. მათ ავტორებს კი შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სატელევიზიო და რადიო გადაცემებში, ჟურნალისტთა გენდერული ქსელის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები.
დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ თეიკო ანჯაფარიძეს (ტელ: 577 500935) ან ინგა ალავიძეს (ტელ: 599 363660)
წყარო:jobs.ge