ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - "Alliance Of Organisations Working on Sexual Orientation and Gender Identity Issues" (SOGI Alliance) აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ასისტენტის პოზიციაზე.
პროგრამის შესახებ:
პროგრამა მიზნად იმ ორგანიზაციების თანამშრომლობას ისახავს, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი შეხება აქვთ საზოგადოებისგან გარიყულ ჯგუფებთან, მათ შორის ლგბტ ადამიანებთან. პროგრამის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დამცველი, აგრეთვე, სამედიცინო და სოციალური მომსახურების სფეროში მომუშავე ორგანიზაციები თემატური კომიტეტების მეშვეობით მუშაობენ. ალიანსში გაერთიანებული ორგანიზაციების მიერ ერთობლივად შექმნილი საკანონმდებლო ინიციატივების და რეკომენდაციების მიზანია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ინკლუზიური სოციალური, ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო პოლიტიკის ჩამოყალიბება.
სამუშაოს აღწერილობა:
ასისტენტის მოვალეობას შეადგენს პარტნიორული კავშირების დამყარება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თანამშრომლობის კოორდინაცია, წინასწარი განრიგით გაწერილი ღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის კონტრაქტების მომზადება და ფინანსური და ნარატიული ანგარიშგება პროგრამის მენეჯერის წინაშე.
მოთხოვნილი კვალიფიკაცია:
** სავალდებულოა ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში ანალოგიურ/მიახლოებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამოტივაციო წერილში მიუთითეთ პროექტის დასახელება და ორგანიზაციის მისამართი. ინფორმაცია გადამოწმდება).
** უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში (გთხოვთ, წარმოადგინოთ ბაკალავრიატის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის დასკანერებული ვერსია).
** ინგლისურ ენაზე გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი (წარმოადგინეთ ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასკანერებული ვერსია ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მიუთითეთ, თუ გსურთ გამოცდა გაიაროთ).
გაფრთხილება განმცხადებლებს! ა) განაცხადში არ მიუთითოთ თქვენი ოჯახური სტატუსი; ბ) თავი შეიკავეთ ნებისმიერი სახის ფოტოსურათის გამოგზავნისგან; გ) ვაკანსიის შესახებ დამატებითი კითხვები არ მიიღება; დ) განაცხადი თავისუფალი უნდა იყოს ორთოგრაფიული და მექანიკური შეცდომებისაგან.
მოთხოვნილიდან ერთ-ერთი პირობის დარღვევის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსს გამოეთიშება.
წარმატებული კანდიდატის შერჩევის პრინციპებია:
ა) პროფესიონალური კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება და შემდგომ,
ბ) სამოტივაციო წერილი. სამოტივაციო წერილის განსჯის ორი კრიტერიუმია:
1) რამდენად სოლიდარულია კანდიდატი მარგინალიზებული სოციალური ჯგუფების მიმართ და რამდენად გულწრფელად და დასაბუთებულად წარმოაჩენს თავის დამოკიდებულებას?
2) შეუძლია თუ არა როგორც გუნდურად, ისე სტრესულ გარემოში დამოუკიდებლად, მითითების გარეშე მუშაობა და რა გამოცდილებით ადასტურებს კანდიდატი ამას?
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
კონტრაქტის ხანგრძლივობა და სამუშაო განრიგი: 24 თვე (40 სთ. კვირაში). პირველადი კონტრაქტის ხანგრძლივობაა 3 თვე.
საბუთები და თარიღები:
CV და სამოტივაციო წერილი გაგზავნეთ მისამართზე: info@identoba.com 2014 წლის 5 თებერვლის 18:00 საათამდე. სათაურში სავალდებულოა შემდეგი სიტყვების მითითება - "EIDHR პროგრამის ასისტენტი".
ორგანიზაციის შესახებ:
"იდენტობა" საზოგადოებრივად გარიყული ჯგუფების მიმართ მიმღებლობის გაზრდისთვის მუშაობს და ცდილობს განსხვავებული და გარიყული თემების ერთდროულად წარმოჩენით მათ ერთიანობის, თვით-ადვოკატირების და ურთიერთდახმარების რწმენა შემატოს. "იდენტობის" მისია არის დაფუძნებული დემოკრატიული, თანმიმდევრული და ძლიერი საზოგადოების რწმენაზე, რომელიც წარმოუდგენელია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების (ლგბტქი), ქალების, რომა (ბოშების), შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი უნარების მქონე პირებისა და საზოგადოებისგან გარიყული ახალგაზრდების სრული ინტეგრაციის გარეშე.
თანაბარი შესაძლებლობების დასაქმების პოლიტიკა:
"იდენტობა" დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების პრინციპის ერთგულია, როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე, დასაქმების მსურველთათვის - მიუხედავად მათი რასისა, რელიგიისა ან აღმსარებლობისა, ეთნიკური წარმომავლობისა, შეზღუდული შესაძლებლობებისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, გენეტიკური ინფორმაციისა ან ასაკისა. ეროვნული კანონმდებლობის მიერ დადგენილი დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნების მიუხედავად, დამსაქმებულის ყველა მოქმედება (დასაქმების მსურველთა მოძიება, თანამშრომელთა შერჩევა, შემცირება, გადაყვანა, დაწინაურება, წვრთნა, დისციპლინური ქმედება და სხვა შეთავაზებები) მხოლოდ ინდივიდის კვალიფიკაციასა და უნარებს ემყარება. რესურსები და მომსახურება თანაბრად მისაწვდომი და განაწილებულია. დისკრიმინაციის ამკრძალავი პოლიტიკა სამართლიან და მიუკერძოებელ მოპყრობას ეფუძნება, რომლის უგულებელყოფა შესაძლებელია გახდეს დისციპლინური ქმედების საფუძველი.
წყარო:jobs.ge