სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) იწვევს აუდიტორიულ კომპანიებს სატენდერო განაცხადების შემოსატანად შემდეგ მომსახურებებზე: USAID-ის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის აუდიტი.
აუდიტორულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს პროექტების აუდიტის განხორციელება USAID-ის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ტენდერზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ USAID-ის მიერ ავტორიზებულ აუდიტორულ კომპანიებს.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ 2014 წლის 5 თებერვლამდე, შემდეგ მისამართებზე: t.kirvalidze@isfed.ge | hr@isfed.ge
სატენდერო წინადადებები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
** მონაწილე კომპანიის დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ვებ-გვერდი;
** მომსახურების მეთოდოლოგია, ხანგრძლივობა და ღირებულება;
** ინფორმაცია ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, წერილობით მოგვმართოთ ელ ფოსტის მისამართზე: hr@isfed.ge
წყარო:jobs.ge