სახალხო დამცველის აპარატი (გორი) აცხადებს ვაკანსიას ქ. გორში პროექტის მონიტორის თანამდებობაზე "დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ სხვა პირთა საკითხებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დახმარების" პროექტის ფარგლებში.
პროექტი ფუნქციონირების 2010 წლიდან და დაფინანსებულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და ევროსაბჭოს მიერ. პროექტის მიზანია სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უკეთ მოხდეს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა მიმართებით არსებული პრობლემების შესწავლა, დევნილთა კონსულტაცია და შესაბამისი დახმარების გაწევა. პროექტი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს 5 ქალაქში, თბილისი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისებში.
სამუშაოს აღწერილობა:
** გორის რაიონში მდებარე დევნილთა "კოლექტიური ცენტრებისა" და ჩასახლებების მონიტორინგი, იქ არსებული მდგომარეობის შესწავლა;
** ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლების მონიტორინგი და არსებული მდოგმარეობის შესწავლა;
** იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტით დაზარალებულ პირთათვის, დევნილობასთან და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, ასევე მონიტორინგის დროს;
** რაიონის ფარგლებში გამართულ თემატურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
** საკუთარი საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** პროექტთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ადამიანის უფლებათა სფეროში (სასურველია დევნილთა უფლებებზე) მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ქართული და ინგლისური ენების ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
კანდიდატმა დამატებითი დოკუმენტაციის გრაფაში უნდა ატვირთოს:
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკი);
** CV ქართულ ენაზე;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სამსახურებრივი მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სარეკომენდაციო ბარათები (სურვილის შემთხვევაში);
** სხვა დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის მაღალ კვალიფიკაციას (სურვილის შემთხვევაში).
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო საათები 09:00 - 18:00, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;
** ანაზღაურება 1525 ლარი (დასაბეგრი);
** დევნილთა ჩასახლებებისა და საზღვრისპირა სოფლების მონიტორინგისთვის გაიცემა დამატებით საწვავი.
კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს CV. კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს პირადი ელ-ფოსტის მისამართი, ვინაიდან წერილობითი პასუხი/შეტყობინება გაგზავნილი იქნება ელ-ფოსტის მეშვეობით.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევის საფუძველზე მოხდება გასაუბრებისათვის კანდიდატთა შერჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2014 წლის 5 თებერვალი
განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: Projectmonitor.ombudsman@gmail.com
წყარო:jobs.ge