6-8 თებერვალს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით ტარდება ზამთრის სკოლა „ჟურნალისტური წერის მასტერ კლასი" საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
სკოლის მიზნები: სტუდენტები გაეცნონ ჟურნალისტური წერის ტექნიკასა და თავისებურებებს, ბლოგისა და ელექტორნული ჟურნალის წარმოებას. ზამთრის სკოლის მონაწილეები ისწავლიან, როგორია სხვადასხვა თემების გაშუქების სპეციფიკა.
ლექტორები და სალექციო თემები:
დავით პაიჭაძე - ლაკონურად წერა და ინტერვიუს ხელოვნება
თამარ ჩერგოლეიშვილი - ჟურნალის მენეჯმენტი
მალხაზ ხარბედია - ლიტერატურული კრიტიკა
ია ვეკუა - კინოჟურნალისტიკა
ნინო ზურიაშვილი - საგამოძიებო ჟურნალისტიკა