პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი აცხადებს მოხალისეთა მიღებას
სტუდენტების დამოკიდებულებების კვლევაში მონაწილეობის მისაღებად. ორგანიზაცია ახორციელებს ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია". პროექტი წარმოადგენს პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის ინიციატივას, გამოავლინოს დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენასთან დაკავშირებული პრობლემები ქართველ ახალგაზრდებში და მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს აქციონ ტოლერანტობა და მიმღებლობა საკუთარი ცხოვრების წესად. პროექტის ფარგლებში იგეგმება არაფორმალური კვლევის ჩატარება თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებში ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისადმი მათი დამოკიდებულებების დასადგენად.