არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" იწვევს ბლოგერებს პენმარათონში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება პროექტის "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" ფარგლებში. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და ინფორმირებულობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ, სოციალური ქსელების მომხმარებლებისათვის ბლოგერების მხრიდან სანდო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდების გზით.
მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ სამოტივაციო წერილი და თქვენი ბლოგის მისამართი არაუგვიანეს 2014 წლის 10 თებერვლისა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. წერილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს.
მიღებული სამოტივაციო წერილის საფუძველზე შერჩეულ იქნება 10 მონაწილე, რომლებმაც 6 საათის განმავლობაში უნდა დაწერონ და განათავსონ მედიამასალა მინიმუმ ერთ ბლოგზე. განთავსებული ტექსტი უნდა შეიცავდეს სულ მცირე 300 სიტყვას.
პენმარათონის დასრულების შემდეგ გამოვლინდება კონკურსის სამი გამარჯვებული, 1 კვირის განმავლობაში დაგროვილი "ლაიქებისა" და გაზიარებების საფუძველზე.
ჯილდო:
განიხილება ყველა მასალა, რომელიც კონკურსის მოთხოვნის სრული დაცვით იქნება წარმოდგენილი. დაჯილდოვდება სამი საუკეთესო ბლოგის ავტორი:
I ადგილი - 800 ლარი;
II ადგილი - 500 ლარი;
III ადგილი - 300 ლარი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში "სიდა" მოღვაწეობს 2011 წლიდან და ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტერგაციას. პროექტი "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
წყარო:jobs.ge