არასამთავრობო ორგანიზაცია „სიტყვა ქართული" და საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „sazogadoeba.ge” აცხადებს კონკურსს: „ორიგინალური ვიდეო რეზიუმე".
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:
- თქვენივე გადაღებული (მობილურით, ვიდეოკამერით, ვებ-კამერით) ავტობიოგრაფია (ვიდეოს ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს) - არა უმეტეს 3 წთ-ისა
- სურვილი და მოტივაცია
- კრეატიულობა
ვიდეო რეზიუმე უნდა შეიცავდეს:
-მოკლე ინფორმაციას თქვენი დაბადების ადგილის, განათლების, სამუშაო გამოცდილების, ინტერესების და უნარების შესახებ
-მოტივაციას (რატომ გადაწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობის მიღება)
ვიდეო რეზიუმე თანდართულ საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად უნდა გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info@sazogadoeba.ge, ან მოიტანოთ CD მისამართზე: ა. პოლიტკოვსკაიას 16.
გამარჯვებული გამოვლინდება 9 თებერვლას, 15.00 სთ-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სიტყვა ქართულის" სასწავლო ცენტრის ღია კარის დღეს, სადაც წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის ყველა მიმდინარე სასწავლო პროგრამა.
გამარჯვებულს საშუალება ექნება, წარმოდგენილი მოკლევადიანი კურსებიდან აირჩიოს და საჩუქრად მიიღოს ერთ-ერთი (ხანგრძლივობა 3 თვე) და სურვილის შემთხვევაში, გაიაროს სტაჟირება პორტალზე sazogadoeba.ge (უფასოდ).
სასწავლო პროგრამები შეგიძლიათ ასევე იხილოთ ბმულზე: http://geoword.ge/index.php?menu_id=6
გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კენჭისყრის საფუძველზე (ნაჩვენები იქნება 15 საუკეთესო ვიდეორგოლი, რომელსაც შეარჩევს კომპეტენტური ჟიური) და მასში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება (დასწრება თავისუფალია).
ვიდეო რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 7 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდი ტელეფონის ნომერზე:
(+995 577) 65 19 09; (+995 32) 2 77 95 77
წყარო: media.ge