სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას ოპერატორის პოზიციაზე.
საქმიანობა:
** ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების/ღონისძიებების ვიდეო-გადაღება
** გადაღებული მასალის მონტაჟი
ვაკანსიების რაოდენობა: 2.
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი.
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ და სარეკომენდაციო წერილები.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე (მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 20 აგვისტომდე).
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
სასურველია, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ კინო-ტელე ოპერატორის სპეციალობის სტუდენტებმა ან მაგისტრანტებმა ან სხვა დაინტერესებულმა პირებმა, ვისაც აქვს აღნიშნული მიმართულებით მუშაობის მცირე გამოცდილება მაინც. თითოეული სტაჟიორისთვის შედგება პირადი სამუშაო გრაფიკი მათივე სასწავლო ცხრილთან შეთავსებით.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 15 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ პირადი მონაცემები (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: bavshvtafondi@gmail.com
წყარო:jobs.ge