en
ge

ფოტოგრაფი/სტაჟიორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ბავშვთა და ახალგაზრდობის განვით. ფონდი
  • დაწყების თარიღი: 28.01.2014
  • ბოლო ვადა: 15.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/68588/
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას ფოტოგრაფის პოზიციაზე.
საქმიანობა:
** ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების/ღონისძიებების ფოტოგადაღება
** საჭიროების შემთხვევაში გადაღებული ფოტოების დამუშავება
ვაკანსიების რაოდენობა: 2
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ და სარეკომენდაციო წერილები.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე (მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 20 აგვისტომდე).
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
სასურველია, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებულმა პირებმა, ვისაც აქვს აღნიშნული მიმართულებით მუშაობის მცირე გამოცდილება მაინც ან გავლილი აქვთ ფოტოგრაფიის შემსწავლელი კურსი. თითოეული სტაჟიორისთვის შედგება პირადი სამუშაო გრაფიკი მათივე სასწავლო ცხრილთან შეთავსებით.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 15 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ პირადი მონაცემები (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: bavshvtafondi@gmail.com
წყარო:jobs.ge