en
ge

კონკურსი - ხელოვნება მშვიდობისათვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: მრავალეროვანი საქართველო - MGSDV
  • დაწყების თარიღი: 28.01.2014
  • ბოლო ვადა: 25.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/68601/
"მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის", აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს ნახატების ღია კონკურსს სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის თემაზე "ჩვენ დავბრუნდებით".
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 13-დან 17- წლამდე ასაკის საქართველოში მცხოვრებ პირს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან.
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო მოთხოვნები:
** საკონკურსო ნახატი შინაარსობრივად ასოცირებული უნდა იყოს კონკურსის თემასთან.
** შესაძლებელია ნახატი შესრულდეს ზეთის, აკრილის, გუაშის და აკვარელის საღებავებით, გრაფიკაში, ფანქრით ან სხვა სახატავი საშუალებებით.
** ნახატი უნდა იყოს შესრულებული ტილოზე ან მუყაოზე და არ უნდა აღემატებოდეს 80X60 სმ-ს (ზომა მინიმუმ 40X30 სმ.).
** კონკურსის მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს სამი ნამუშევარი. ნამუშევრებზე უკანა მხარეს უნდა იყოს მითითებული კონკურსში მონაწილე პირის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი გვარი, ასაკი, მისამართი, ელ.ფოსტა, და ტელეფონის ნომერი).
კონკურსში მონაწილეობისათვის ნახატები უნდა წარმოადგილოთ არა უგვიანეს 2014 წლის 25 თებერვლისა შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, გალაქტიონ ტაბიძის №3/5.
გამოფენისთვის განკუთვნილი ნახატები გაივლიან წინასაკონკურსო შერჩევას.
2014 წლის 28 თებერვლამდე ჟიური შეარჩევს 50 საუკეთესო ნახატს, რომლებიც 15 მარტს გამოიფინება ქ.თბილისში, ხოლო მაისის თვეში ევროსაბჭოს საგამოფენო სივრცეში, სტრასბურგში.
კონკურსს გარეთ დარჩენილი ნახატები დაუბრუნდებათ ავტორებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ქ.თბილისი, გ.ტაბიძის ქ. 3/5, VI სადარბაზო, III სართული;
ტელ.: (32) 2 93 38 81 ; 599 56 03 48.
http://www.elcml.ge
წყარო:jobs.ge