en
ge

კონკურსი კვლევის ჩატარებაზე - ქალთა საბჭოები

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: CENN
  • დაწყების თარიღი: 29.01.2014
  • ბოლო ვადა: 07.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/68629/
CENN აცხადებს კონკურსს კვლევის ჩატარების მიზნით, რეგიონული პროექტის "სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოფლად მცხოვრებ ქალთა უნარ-შესაძლებლობების გაზრდა და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში" ფარგლებში.
კვლევის მიზანს წარმოადგენს პროექტის ფარგლებში სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებული 10 ქალთა საბჭოს შესაძლებლობების ანალიზი, მათი ფუნქციონირების საუკეთესო ინსტიტუციური და ფინანსური მოდელის განსაზღვრა.
საკონსულტაციო მომსახურების საბოლოო პროდუქტი იქნება ანგარიში, რომელიც მოიცავს პროექტ "სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოფლად მცხოვრებ ქალთა უნარ-შესაძლებლობების გაზრდა და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში" ფარგლებში ჩამოყალიბებული ქალთა საბჭოების:
** საჭიროებების შეფასებას თითოეული ქალთა საბჭოსთვის (სულ, 10 ქალთა საბჭო)
** ქალთა საბჭოების სამომავლო განვითარების სტრატეგიის დოკუმენტს (მათ შორის, ქალთა საბჭოების რეგიონული ქსელის ჩამოყალიბების გათვალისწინებით)
** სამოქმედო გეგმას თითოეული ქალთა საბჭოსთვის (სულ, 10 ქალთა საბჭო)
** ქალთა საბჭოების სამომავლო მდგრადი ფუნქციონირების ოპტიმალური ინსტიტუციური და ფინანსური მოდელის დეტალურ აღწერას.
დაინტერესებულმა პირებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 7 თებერვლამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.gaprindashvili@cenn.org
წყარო:jobs.ge