en
ge

„მსოფლიო რელიგიათა კლუბი“ - მონაწილეთა მიღება

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 16.02.2014
  • ბმული: docs.google.com/forms/d/1JBsR0vKObatTRDf5jMUvNo1a5XE-86bwpkMgjP_X18c/viewform
კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი" და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი აცხადებენ მონაწილეთა მიღებას პროექტში - „მსოფლიო რელიგიათა კლუბი". კურსის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებს. კლუბის წევრები ასევე მოისმენენ ლექციებს რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ დებატებზე პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში, მონაწილეობას მიიღებენ კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში. კურსი ასევე ითვალისწინებს: საქართველოში არსებული რელიგიური ძეგლების და ცენტრების დათვალიერებას, ესეების კონკურსს რელიგიის თემაზე, ფილმების ჩვენებას.
ლექციები ჩატარდება 12 მარტიდან, ყოველ ოთხშაბათს 16:00-18:00 სთ. კურსი არ არის ფასიანი. სრული კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: cipdd.kas@gmail.com