en
ge

უფასო ტრენინგი ადვოკატებისათვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ასოციაცია - უფლება ჯანმრთელობაზე
  • დაწყების თარიღი: 30.01.2014
  • ბოლო ვადა: 14.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/68700/
ასოციაცია "უფლება ჯანმრთელობაზე", ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, აცხადებს ტრენინგ-პროგრამას ადვოკატებისათვის.
ტრენინგი ხორციელდება პროექტის "საქართველოში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ადვოკატირება" ფარგლებში.
ტრენინგის ამოცანაა ცნობიერების გაზრდა ინტელექტუალური სამართლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პაციენტთა უფლებების საკითხებზე.
ტრენინგზე ყურადღება დაეთმობა შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, როგორც ექსპერტების (როგორც უცხოელი, ისე ქართველი), ისე პრაქტიკული გამოცდილების მქონე ორგანიზაციების მხრიდან.
ტრენინგის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მცირე გრანტების პროგრამაში, რომელიც ხელს შეუწყობს მიღებული თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში დანერგვას.
ტრენინგი, სავარაუდოდ, გაიმართება 2014 წლის 21-23 თებერვალს.
მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ ადვოკატებს, რომლებიც დაასაბუთებენ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და საჭიროებას, ასევე მიღებული ცოდნის და გამოცდილების პრაქტიკაში გადატანის შესაძლებლობას.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.
შერჩეულ მონაწილეებს დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებათ ელექტრონული ფორმით.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადი მონაცემები (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mchokheli@osgf.ge არაუგვიანეს 2014 წლის 14 თებერვლისა. გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: "OSGF Training Program".
დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვმართეთ:
მარი ჩოხელი, ზიანის შემცირების პროგრამის კოორდინატორი
ტელეფონი: 225 0463
მობილური: 599 157899
ელ.ფოსტა: mchokheli@osgf.ge
წყარო:jobs.ge