საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას შრომის დაცვის ტექნიკური ინსპექტორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** საწარმოებში (ორგანიზაციებში) შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მხრივ არსებული მდგომარეობის შემოწმება-შესწავლა ქვეყნის მასშტაბით;
** სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების კვლევის კომისიაში მონაწილეობის მიღება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამთო-გეოლოგის კვალიფიკაციით;
** სამუშაო გამოცდილება სამთო-გეოლოგიის განხრით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; სასაუბრო/წერილობითი რუსული ენის ცოდნა.
სასურველია:
** სამუშაო გამოცდილება მეტალურგიის სფეროში;
** შრომის უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად ან შრომის დაცვის ტექნიკურ ინსპექტორად მუშაობის გამოცდილება;
** პროფკავშირებთან თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში ან უცხოეთში.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა.
სამუშაო პირობები:
** სრული შტატით თანამშრომლობა;
** კვირის გამავლობაში 5 სამუშაო დღე (10:00-18:00);
** სტაბილური სამუშაო გარემო და პირობები;
** კორპორატიული სწავლება და განვითარება;
** შრომის პირობები არანაკლებ მოქმედი შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობებისა;
** მდებარეობა: თბილისი.
ანაზღაურების პირობები დეტალურად განიხილება წარმატებულ კანდიდატებთან.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kakashvili@gtuc.ge 2014 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.
წყარო:jobs.ge