en
ge

ტრენინგი სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი
  • დაწყების თარიღი: 30.01.2014
  • ბოლო ვადა: 03.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/68724/
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი გთავაზობთ ტრენინგს სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის.
ტრენინგი დებატების ხელოვნება:
საჯაროდ გამოსვლისას გაქვს დისკომფორტი, იბნევი, არადამაჯერებელი ხარ, აზრებს თავს ვერ უყრი, სათქმელს ბოლომდე ვერ ამბობ, ნერვიულობ (რაც ხმაშიც გეტყობა)
დებატების ხელოვნება უმნიშვნელოვანესი იარაღია ორატორის ხელში, ლოგიკური მსჯელობა, დებატების კულტურის ქონა, განვითარებული მსჯელობის და არგუმენტირებულობის უნარი - დიდი ჰანდიკაპი წარმატების მიღწევისათვის. მისი ფლობა ერთნაირი წარმატებით ეხმარება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს.
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი წარმოგიდგენთ უკვე საკმაოდ პოპულარულ ტრენინგს: "დებატების ხელოვნება".
ისინი საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალები არიან. ისინი გასწავლიან როგორ მოახდინოთ გავლენა ადამიანებზე, როგორ გამოიმუშაოთ სპეციალური უნარ-ჩვევები, ისინი გიხსნიან რა შემთხვევაში უშვებთ საბედისწერო შეცდომებს და როგორია მსმენელთა ფსიქოლოგია. ისინი გიწვევენ განურჩევლად ყველას, იურისტებს, ფსიქოლოგებს, პოლიტოლოგებს, სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს თუ ზოგადად საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს. ისინი მზად არიან დაგეხმარონ და გამოცდილება გაგიზიარონ. ითვისებთ საჭირო ხერხებს, მიმიკებს, სხეულის ენას, საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის, კეთილგაწნყობის მოპოვების შესაძლებლობას, სწავლობთ დებატების კულტურას და ფორმატებს.
პროექტი მოიცავს ორ ეტაპს:
** ტრენინგი (კვირის სამი დღე)
** დებატები (შაბათი-კვირა)
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს შორის ეწყობა დებატების ჩემპიონატი და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.
პროექტის სამუშაო საათების ხანგრძლივობა 5 დღე.
გაიცემა ორი სახის სერთიფიკატი, ტრენიგში მონაწილეობისათვის, რომელიც ყველას გადაეცემა და დებადების ფინალისტებისათვის დებატებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
პროექტი ტარდება რამდენიმე ნაკადად.
პროექტში მონაწილეობის მთლიანი ღირებულება 20 ლარი.
მონაწილეობის მსურველები გადადიხართ ბმულზე და ავსებთ აპლიკაციას: https://docs.google.com/forms/d/1slLJG3cAnxzF62Pb3qAV7hY5I6-ICjRy-g_Fg1wmKTI/viewform
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ. ნომერი: 591 05 31 91
ელ.ფოსტა: youngcriminologists@gmail.com
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი - YCG
ჩვენი ფეისბუქ გვერდი: http://Facebook.com/kriminologebi
სამართლის ზოგადი კურსი სკოლის მოსწავლეებისათვის:
გინდა გაიგო სამართლის შესახებ? გსურს იცოდე რა უფლებები გაქვს? იურისტობა შენი მომავალი პროფესიაა? არ იცი, როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი? მაშინ ეს პროექტი შენთვისაა!
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი თბილისის სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს გთავაზობთ ტრენინგ-კურსს "სამართლის ზოგადი კურსი".
პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეებს გააცნოს სამართალი და აამაღლოს მათში მართლშეგნება. პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სამართლის მნიშვნელობას და განიხილება მისი დარგები: შესავალი სამართალმცოდნეობაში, კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი და სხვა. ტრენინგის ბოლოს მოეწყობა იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართალში.
ახლაგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის ტრენინგის ფორმა უცვლელია: ინტერაქციულობა და მსმენელთა აქტიური ჩართულობა, ვიდეო-რგოლების ჩვენება და პრაქტიკული სავარჯიშოები.
გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი
მთლიანი ტრენინგ-კურსის ფასია 20 ლარი
მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გადადით ბმულზე და შეავსეთ აპლიკაცია: https://docs.google.com/forms/d/1Ti1rudJmOOn671c1Z5ojPmbc3j8ar-DFt8sYqdLmU-c/viewform
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 591 05 31 91
ელ.ფოსტა: youngcriminologists@gmail.com
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი - YCG
ჩვენი ფეისბუქ გვერდი: http://Facebook.com/kriminologebi
დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით!
წყარო:jobs.ge