en
ge

დასაქმების კონსულტანტი - ქუთაისი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: KEDEC
  • დაწყების თარიღი: 30.01.2014
  • ბოლო ვადა: 17.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/68725/
ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას დასაქმების კონსულტანტის პოზიციაზე.
ანგარიშვალდებულება: პროექტის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
განაკვეთი: სრული
დასაქმების კონსულტანტი პასუხისმგებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შექმნილი დასაქმების ცენტრის ამოცანების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობების შესრულებაზე. კერძოდ, შშმ პირთა პროფესიული ორიენტაციის, პროფესიული გადამზადების და დასაქმების პროცესის ორგანიზებაზე.
პროექტის შესახებ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირების 2 წლიანი საპილოტე პროგრამის მიზანია იმერეთის რეგიონში მცხოვრები მინიმუმ 60 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობა. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
ძირითადი მოვალეობები:
** დასაქმების ცენტრის საქმიანობის შესახებ პირველადი ინფორმაციის გაცემა და დაინტერესებული შშმ პირების მობილიზება.
** მობილიზებული შშმ პირების შესაძლებლობების და სურვილების გათვალისწინებით პროფესიული გადამზადების სერვისის მომწოდებელთა და პოტენციურ დამსაქმებელთა შერჩევა.
** პოტენციურ დამსაქმებელთა მონაცემთა ბაზის წარმოება, მუდმივი განახლება და თანამშრომლობა.
** ბენეფიციართა მონაცემთა ბაზის წარმოება, პირველადი შეფასება, ინდივიდუალური განათლების, განვითარების და დასაქმების გეგმის შედგენა-განხორციელების უზრუნველყოფა.
** ბენეფიციარსა და დამსაქმებელს შორის თანამშრომლობის პროცესის ფასილიტაცია.
** პროფესიული გადამზადების სერვისის მიმწოდებელთა და დამსაქმებელთა დახმარება გარემოს ადაპტირების საკითხებში.
** პროფესიული გადამზადების პროცესში ჩართული პერსონალისთვის ტრენინგების ორგანიზება შშმ პირთა ეფექტური სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებით.
** საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.
** სისტემატური ანგარიშგება პროექტის მენეჯერთან, ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
პროფესიული თვისებები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალურ მეცნიერებათა დარგში).
** შშმ პირებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** ინდივიდუალური განვითარების გეგმებზე მუშაობის გამოცდილება.
** კომუნიკაციის, ურთიერთობათა განვითარებისა და მოლაპარაკებების წარმოებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასურველია.
** ორგანიზაციული ნიჭი, კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** ინიციატივის უნარი, საქმისადმი პასუხისმგებლობა, ორიენტირება ორგანიზაციასთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე.
წარმოდგენილი რეზიუმე პაკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგს:
** CV ფოტოსურათით.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
** სამოტივაციო წერილი.
** 2 სარეკომენდაციო წერილი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: admin@kedec.ge ელექტრონული წერილის სათაურში (Subject) პოზიციის სახელწოდების - "დასაქმების კონსულტანტი" მითითებით ან მოგვაწოდონ ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრში ოფისში შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, გრიშაშვილის მე-4 შეს 3. მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
კანდიდატთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 17 თებერვალი, 18:00 საათი.
წყარო:jobs.ge