en
ge

ტენდერი დებატების ტრენინგების, საჯარო დებატების ჩატარებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: World Vision
  • დაწყების თარიღი: 01.02.2014
  • ბოლო ვადა: 20.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/68798/
"World Vision International საქართველოს" სამხარეო განვითარების პროგრამა არის გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს თემის განვითარებას ბავშვთა კეთილდღეობისთვის. პროგრამის საქმიანობა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას - განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა. ორგანიზაცია თემის დონეზე მუშაობს სხვადასხვა ჯგუფებთან, როგორიცაა: თემის საინიციატივო ჯგუფები, თემის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, სასკოლო კლუბები, ამბულატორიის წარმომადგენლები და სხვა.
პროექტის მიზანი: დებატების კლუბების შექმნა და საჯარო დებატების მოწყობა ადვოკატირების მიზნით.
სამიზნე ჯგუფი: 14-18 წლის ახალგაზრდები
პროექტის განხორციელების ადგილი: კახეთის და სამცხე- ჯავახეთი რეგიონი.
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე (1 მარტი, 2014 წ - 1 ივლისი 2014)
პროექტის ამოცანები:
1. ფორმალური დებატების ტრეინინგების ჩატარება ახალგაზრდებისთვის და პედაგოგებისთვის რომელიმე საერთაშორისი ფორმატის მიხედვით - სასურველია კარლ პოპერის ფორმატი (ახალციხე)
2. მასწავლებელთა მუშაობის სუპერვიზირება. (ახალციხე)
3. კლუბების შექმნა და ხელმძღვანელობა (კახეთი, ახალციხე):
3.1 ადვოკატირების წარმოება;
3.2 ექსპერტების მოწვევა;
3.3 საკვლევი პაკეტის მომზადება
4. დებატების რეგიონალური ტურნირების მოწყობა. (კახეთი, ახალციხე)
5. რესპუბლიკურ/საერთაშორისო ტურნირებში ჩართვა და მომზადება. (კახეთი, ახალციხე)
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. ტენდერში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქული პაკეტით. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
1. სატენდერო შემოთავაზება:
** ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს პროექტის სრული ციკლის ხარჯთაღრიცხვას სამცხე-ჯავახეთისთვის (შენიშვნა: კახეთში ტრენინგ-კურსი დასრულებულია) და ზემოაღნიშნული მე-3, მე-4 და მე-5 ამოცანების მიღწევისთვის საჭირო ხარჯების კალკულაციას ორივე რეგიონისთვის.
** ორგანიზაციის/კომპანიის სრული დასახელება, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, მისამართი და ტელეფონი.
** საბანკო რეკვიზიტები.
2. ტრეინინგ მოდული;
3. საქმიანობების განხორციელების გეგმა;
4. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
5. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.
6. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
7. ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და 3 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის, თუ პრეტენდენტები დადგენილ ვადაში არ წარმოადგენენ მითითებულ ყველა ცნობასა და ინფორმაციას და/ან რომელიმე მათგანი აღმოჩნდება ყალბი. სატენდერო წინადადებების წარდგენისა და კონვერტების გახსნის ალტერნატიული წესი არ განიხილება.
კონვერტი ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციით უნდა წარმოადგინოთ ყოველდღე, 9:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მისამართზე:
"World Vision International საქართველოს" კახეთის ოფისი
თელავი, ძმები პაპუაშვილების 13
საკონტაქტო პირი: ნინო ჭაბუკიშვილი, "World Vision International საქართველოს" კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცერი
ტელ: (0 350) 27 20 03
და/ან
"World Vision International საქართველოს" თბილისის ოფისი
მის.: თბილისი, იმედაშვილის 18/17
საკონტაქტო პირი: ნინო ხარაბაძე, "World Vision International საქართველოს" ადმინისტრაციული და შესყიდვების კოორდინატორი
ტელ: (032) 215 75 15
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 20 თებერვალი, 2014 წ., 18:00 სთ. დაგვიანებული დოკუმენტები არ მიიღება.
წყარო:jobs.ge