"ასოციაცია ჩვენი სახლი" აცხადებს ვაკანსიას მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისთვის ბავშვზე ზრუნვის ინდივიდუალური მიდგომის მეთოდის კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ინტენსიური ვიზიტები რეგიონებში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ლიდერის გაძლიერება გუნდის განვითარების პროცესის მართვასთან დაკავშირებით
** ლიდერის გაძლიერება გრაფიკის შექმნის ზოგადი პრინციპების შესახებ
** ლიდერისა და გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციის დანერგვასთან და პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით
** ლიდერის/გუნდის გაძლიერება, მხარდაჭერა და დახმარება რთული სიტუაციების გადაჭრაში და კონფლიქტის წყაროების აღმოჩენაში,
** ლიდერის/გუნდის გაძლიერება გუნდში კრიზისის მიზეზების დადგენასთან და გაცნობიერებასთან დაკავშირებით,
** აღმზრდელისა და გუნდის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების ანალიზი.
** კონსულტანტის მიერ სპეციალიზირებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომუშავე ფსიქოლოგთან სახლში/გუნდში არსებული სიტუაციის შესახებ საჭირო ინფორმაციის გაზიარება/გაცვლა
** კონსულტაციის განხორციელებამდე კონსულტანტების კოორდინატორთან ინდივიდუალური შეხვედრა და კონსულტაციის მიზნისა და გეგმის განხილვა.
** კონსულტანტების გუნდის შეხვედრაში მონაწილების მიღება.
** კონსულტანტებისათვის საჭირო ტრენინგებში ჩართულობა და მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში ან სოციოლოგიაში (მაგისტრის ხარისხი)
** მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
** ბავშვზე ზრუნვის ძირითადი პრინციპების ცოდნა
** სასურველია, ჰქონდეს ჯგუფში მუშაობის გამოცდილება (სუპერვიზია, ინტერვიზია)
** ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური; რუსული)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV (ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) 2014 წლის 15 თებერვლამდე, შემდეგ ელფოსტაზე: megi_kavtaradze@yahoo.com
წყარო:jobs.ge