en
ge

თემის ფსიქო კონსულტანტის მობილური გუნდის წევრი - გორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: გადავარჩინოთ ბავშვები
  • დაწყების თარიღი: 03.02.2014
  • ბოლო ვადა: 14.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/68825/
"გადავარჩინოთ ბავშვების" წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში აცხადებს კონკურსს თემის ფსიქო კონსულტანტის მობილური გუნდის წევრის პოზიციაზე პროექტის "ომის შედეგად დაზარალებული თემების რეფერალური სისტემის გაძლიერება შიდა ქართლში" (SCBR) ფარგლებში. პროექტი ფინანსდება დონორი ორგანიზაციის BPRM-ის მიერ.
პოზიცია: თემის ფსიქო-კონსულტანტი / მობილური გუნდის წევრი
დაწყების თარიღი: თებერვალი, 2014 წ.
ხელშეკრულების ტიპი: მომსახურების კონტრაქტი
მთავარი მიზანი: თემის ფსიქო კონსულტანტი შეაფასებს, შესაბამის მხარდაჭერას და/ან გადამისამართებას გაუწევს პროექტით განსაზღვრულ, ომის შედეგად დაზარალებულ დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს / ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს.
სამუშაო ადგილი: შიდა ქართლი, გორის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული დევნილთა ჩასახლებები.
ძირითადი მოვალეობები:
** ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების/ახალგაზრდების და მათი მშობლების იდენტიფიცირების, შეფასების საფუძველზე მოახდინოს ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოვლენა და უზრუნველყოს შესაბამისი დახმარების/გადამისამართების გაწევა.
** ფსიქოსოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე დაგეგმოს და განახორციელოს ღონისძიებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის.
** ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის დასაბუთება.
** პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ დონეზე დაგეგმოს და ჩაატაროს ტრენინგები ფსიქოსოციალურ თემაზე.
** საქმისა და ინფორმაციის მენეჯერებთან მჭიდრო თანამშრომლობით ყოველკვირეულად გაუწიოს კო-ფასილიტაცია მშობლებთან როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ კონსულტაციებს.
** მხარდაჭერა გაუწიოს პროექტის მენეჯერს ყოველთვიური ანგარიშის წარმოებაში.
** დაცვის რეფერალური გუნდის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს ყოველკვირეული სამუშაო ვიზიტის/ გეგმის წარდგენა პროექტის მენეჯერთან.
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის განხრით;
** ფსიქოლოგიური კონსულტაციების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკა;
** ბავშვთა ფსიქოლოგიურ საკითხებში სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს სახელმწიფო სოციალური დახმარების და ჯანდაცვის მომსახურების, ასევე, რეფერალური მექანიზმის შესაბამისი ცოდნა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი, განსაკუთრებით ბავშვებთან/მოზარდებსა და მათ მშობლებთან;
** ბავშვის განვითარების ფსიქოლოგიის ცოდნა;
** შემთხვევის მართვის ანგარიშის წერის უნარი;
** Microsoft word-ის და სხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და სასუბრო).
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ბავშვების უსაფრთხოება და შესაბამისად, ჩვენი შერჩევის პროცესი უნდა ასახავდეს ჩვენს პასუხისმგებლობას დავიცვათ ბავშვები არასწორი მოპყრობისაგან.
კანდიდატებს, ვისაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე და მოტივაციის წერილთან ერთად 2014 წლის 14 თებერვლამდე, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nato.gabashvili@savethechildren.org
წყარო:jobs.ge