en
ge

კონკურსი „ქარტიის პრიზზე“ მედიაკრიტიკის ნომინაციაში

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 01.06.2014
  • ბმული: http://qartia.org.ge/?p=2251
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ხელახალ კონკურსს "ქარტიის პრიზზე” მედიაკრიტიკის ნომინაციაში.
ყოველწლიური ჟურნალისტური კონკურსის "ქარტიის პრიზი” პირველი დაჯილდოება შედგა 2013 წლის დეკემბერში, თუმცა გამოცხადებული ოთხი ნომინაციიდან პრიზი არ გაცემულა მედიაკრიტიკის ნომინაციაში.
ამჯერად მედიაკრიტიკის ხელშეწყობის მიზნით კონკურსი ცხადდება ორ ეტაპად: მოქმედი ჟურნალისტების/ მედიანალიტიკოსებისთვის და სტუდენტებისთვის.
მთავარი კრიტერიუმები: ჟურნალისტური პროდუქტის მომზადების პროფესიული ხარისხი და ეთიკური სტანდარტები.
გამარჯვებულებს ნომინირებული კონკურსანტებიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მასალებიდან შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნამუშევრების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ მედიასაშუალებას ან ჟურნალისტს.
მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 ივნისამდე პერიოდში.
მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს უშუალოდ (ვიდეო, აუდიო რეპორტაჟის საეთერო ჩანაწერი ან ლინკი, სტატიის სკანირებული ვერსია ან სქრინ ვერსია)
მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს მოკლე ავტობიოგრაფია და საკონკურსო ნაშრომის მოკლე ანოტაცია მონაწილეობის თითოეულ მსურველს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა.
საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოს რომელიმე მედიასაშუალებაში/დამოუკიდებელ ბლოგზე.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ საკონკურსო ნამუშევარი (ვიდეო, აუდიო, ბეჭდური), მისი მოკლე ანოტაცია და ინფორმაცია ავტორის შესახებ , მისამართზე ethicscharter@gmail.com.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ვადა სრულდება 2014 წლის 1 ივნისს.
ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები:
- თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
- პრობლემის განსაზღვრა/გამოკვეთა, ამ პრობლემების მიზეზების/შედეგებისა და გადაჭრის გზების ძიება/წარმოდგენა.
- გამოთქმული მოსაზრებების დასაბუთება
- თხრობის სტილი და ტექნიკა
- სიძულვილის ენისა და შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/ გამოუყენებლობა
- ენის ფლობა
- ქარტიის 11 დებულების ერთგულება
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, თამარ რუხაძეს:

მობ: 599 40 90 31,

e-mail: ethicscharter@gmail.com

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მისამართი: ქ. თბილისი, კალისტრატე ცინცაძის ქ.6/7
http://qartia.org.ge