საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, პროექტის "გამჭვირვალე
და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში - 2012 წლის
საპარლამენტო არჩევნების პარტიათა დაფინანსების და სახელმწიფო რესურსების
არამიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი" ფარგლებში, აცხადებს რეგიონული აქტივისტების
მიღებას წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის ფარგლებში. აქტივისტებმა
უნდა მიაწოდონ ორგანიზაციას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული
მნიშვნელოვანი სიახლეები რეგიონში, გადაამოწმონ არსებული ინფორმაცია და
აწარმოონ წინასაარჩევნო ღონისძიებების დაკვირვება.
წყარო: jobs.ge