en
ge

ზოგადი ინგლისური ენის სწავლების უფასო კურსები

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: მრავალეროვანი საქართველო - MGSDV
  • დაწყების თარიღი: 04.02.2014
  • ბოლო ვადა: 04.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/68868/
(ა)იპ "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის", "ELCML International"-ი აცხადებს რეგისტრაციას მოსწავლე ახალგაზრდებისათვის ზოგადი ინგლისური ენის სწავლების უფასო კურსებზე.
ორგანიზაცია გეგმავს უფასო სწავლების ჯგუფების გახსნას შემდეგი დონეების მიხედვით:
** Beginner
** Elementary.
დონის განსაზღვრა: ინგლისური ენის შესწავლის მსურველების დონის განსაზღვრა მოხდება ტესტირებისა (Placement Test) და გასაუბრების შედეგად.
სწავლების მეთოდები: შემუშავებული პროგრამა ეყრდნობა ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდიკას, რომელიც მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) განვითარებასა და ჩამოყალიბებას.
სწავლება უფასოა!
სწავლების ხანგრძლივობა: სამი თვე, 36 გაკვეთილი.
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?fromEmail=true&formkey=dHdJX3lVY3pUZjA2M1A1eDhvd3hOVVE6MQ ან დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ორგანიზაციის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გალაქტიონ ტაბიძის 3/5 (სამოქალაქო რეესტრის წინ), VI სადარბაზო, III სართული.
ტელ.: (+995 32) 2 933881, (+995 599) 560348, (+995 790) 560348
ელ-ფოსტა: info@elcml.ge
ვებ-გვერდი: www.elcml.ge
ტრეინინგ-ცენტრი ELCml გისურვებთ წარმატებებს კარიერულ წინსვლაში!
წყარო:jobs.ge