"ELCML International"-ი გთავაზობთ კემბრიჯის უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო ტესტის TKT-ის მოსამზადებელ კურსს და სტაჟირებას ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის, დასაქმების პერსპექტივით.
TKT არის ინგლისური ენის სწავლების უნარის ტესტი, რომელიც მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იმ პირთათვის, რომელთა მშობლიური ენა არ არის ინგლისური. TKT საშუალებით მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ სწავლების ძირითად მეთოდებს, რაც აუცილებელია ინგლისური ენის სწავლებისათვის.
TKT მოიცავს:
** სწავლების სხვადასხვა მეთოდებს
** "სწავლების ენა"-ს
** რესურსების გამოყენებას
** გაკვეთილების დაგეგმვის ძირითადი ელემენტებს
** კლასის/ჯგუფის მართვის მეთოდებს.
TKT მიზანშეწონილია ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მისი ჩაბარება შესაძლებელია მასწავლებლებისათვის კარიერის ნებისმიერი ეტაპზე.
TKT შედგება სამი მოდულისგან, რომლებიც მოიცავენ სწავლების სხვადასახვა ასპექტებს.
მოდული 1:
** ენა და ენის შესწავლისა და სწავლების გამოცდილება
** ენის აღწერილობა და ენის ცოდნის უნარები
** ენის შესწავლის გამოცდილება
** ენის სწავლების გამოცდილება.
მოდული 2:
** გაკვეთილების დაგეგმვა და რესურსების გამოყენება ენის სწავლების თვალსაზრისით
** გაკვეთილის ან რიგი გაკვეთილების დაგეგმვა და მომზადება
** რესურსებისა და მასალების შერჩევა და გამოყენება.
მოდული 3:
** სწავლებისა და შესწავლის პროცესის ხელმძღვანელობა
** კლასში/ჯგუფში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა სასაუბრო ენა
** კლასების/ჯგუფების ხელმძღვანელობა.
ტესტირებისას საუკეთესო შედეგის მქონე აპლიკანტს ტრეინინგ-ცენტრ ELCml-ის ადმინისტრაცია გასაუბრების საფუძველზე დაასაქმებს ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე.
სრული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 30 საათს; სტაჟირების ხანგრძლივობა - სამი თვე.
სრული კურსის ღირებულება: 80 ლარი (ღირებულებაში შედის სატრეინინგო მასალის ხარჯები).
სტაჟირება უფასოა!
მიმდინარეობს რეგისტრაცია! დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?fromEmail=true&formkey=dHdJX3lVY3pUZjA2M1A1eDhvd3hOVVE6MQ ან გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: elcmlvacancy@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ორგანიზაციის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გ. ტაბიძის ქ. 3/5, VI სადარბაზო, III სართული
ტელ.: (+995 32) 2 933881, (+995 599) 560348, (+995 790) 560348
ვებ-გვერდი: www.elcml.ge
წყარო:jobs.ge