საზოგადოება „ბილიკი" გიწვევთ სასწავლებლად მედია სკოლაში
მედია სკოლის მიზანია მოსწავლეების ცნობიერების დონის გაზრდა, სამოქალაქო გააქტიურება და სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობა სხვადასხვა მედია და საკომუნიკაციო საშუალებების სწავლების გზით.
მედია სკოლაში იქნება 3 მედია მიმართულება:
• სატელევიზიო
• საგაზეთო
• რადიო
მოზარდებს ექნებათ საშუალება გაიარონ სტაჟირება სხვადასხვა მედია საშუალებებში. კურსის მსვლელობისას მოზარდები შეხვდებიან სხვადსხვა სამოქალაქო და მედია ესქპერტებს, რათა უფრო გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ გამოცდილება არჩეული მიმართულების პრაქტიკაში გამოყენებისთვის.
თითოეულ ჯგუფში გაერთიანდება 5 მოზარდი.
პროექტის ხანგრძლივობა 3 თვე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ საზოგადოება „ბილიკის" ჟურნალისტიკის სტუდიის კურსდამთავრებულებს.
აპლიკაციები შეგიძლიათ მოიკითხოთ საზოგადოება „ბილიკში" საკონტაქტო პირი - მაკა სარიშვილი
გორი, რუსთაველის 19 ა, ტელ 0370 275410,
ან გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე l.gorelishvili@biliki.ge/ contact@biliki.ge
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში