en
ge

ფსიქოლოგი - ქუთაისი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: SOS ბავშვთა სოფელი
  • დაწყების თარიღი: 06.02.2014
  • ბოლო ვადა: 18.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69000/
"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ბენეფიციარებისათვის (SOS ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისათვის) ფსიქო-დიაგნოსტიკის ჩატარება და მათი ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა;
** ფსიქო-დიაგნოსტიკაზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარიებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება;
** ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, მოზარდებში და ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროება ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;
** ბავშვის პიროვნების განმავითარებელი ვარჯიშების (ნებელობითი, კოგნიტური, ემოციების, კომუნიკაციების) ჩატარება და სარელაქსაციო აქტივობების უზრუნველყოფა;
** SOS აღმზრდელებთან ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიული/მხარდამჭერი შეხვედრების ჩატარება;
** ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, SOS აღმზრდელებისათვის ფსიქოლოგიურ თემატიკაზე ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
** შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიურ და სოციალურ მეცნიერებათა დარგში;
** ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** წერითი უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და ურთიერთობების დამყარების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** "SOS ბავშვთა სოფლის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას), ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge ან წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ახალგაზრდობის შესახვევი 3, ქუთაისის "SOS ბავშვთა სოფელი", 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
წყარო:jobs.ge