დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულია შეარჩიოს კვალიფიციური საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი (სტაჟიორი)
ფუნქციები და მოვალეობები:
- მედიასთან ეფექტური კომუნიკაცია;
- პრეს რელიზების და განცხადებების შედგენა;
- სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;
- სოციალური მედიის პლატფორმების მართვა;
- სხვადასხვა სოციალური ქსელების და ბლოგების ანგარიშების მართვა, განახლება, შესაბამისი ფოტო, ვიდეო, ტექსტური თუ სხვა მასალებით უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება/განახლება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით;
- სიახლეებისა და მიმდინარე აქციების აღრიცხვა/არქივაცია;ინტერნეტ მარკეტინგული ღონისძიებების კონტროლი/კოორდინაცია;
- უშუალო ხელმძღვანელისათვის feedback-ის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - საზოგადოებასთან ურთიერთობის / მარკეტინგის ბაკალავრი (სასურველია მაგისტრი);
- გამართულად წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე (სასურველია რუსული);
- მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება (სასურველია);
- კომპიუტერული უნარჩვევების MS Office, Word, Excel, PowerPoint, Outlook, Internet მაღალ დონეზე ცოდნა;
- Facebook-ის სარეკლამო კონცეფციის ცოდნა;სოციალური ქსელებისა და ბლოგის ტიპის პორტალების ცოდნა, მათთან მუშაობის გამოცდილება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
დამატებითი უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარე, კრეატიული, მოტივირებული;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარები;
- შედეგებზე ორიენტაცია;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: ncdd.ge@gmail.com და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი (სტაჟიორი)".
გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ თქვენს მიერ ადმინისტრირებადი გვერდები, ასევე თქვენი Facebook პროფილი.