en
ge

IDFI ეძებს მონაწილეებს ვორკშოპისთვის ონლაინ აქტივიზმის თემაზე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ეძებს მონაწილეებს 18-22 თებერვალს დაგეგმილი ვორკშოპისთვის ონლაინ აქტივიზმის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესასწავლად. ვორკშოპის განმავლობაში ასევე იგეგმება სამხრეთ კავკასიის ონლაინ პლატფორმის შემუშავება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ გამოაქვეყნონ საკუთარი სტატიები და ჩაერთონ რეგიონულ დისკუსიაში მიმდინარე აქტუალური მოვლენების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოცდილება:ონლაინ აქტივისტები, ბლოგერები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, მედია-ანალიტიკოსები, მედია-იურისტები.
ცოდნა:ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
უპირატესობა მიენიჭებათ მონაწილეებს რეგიონებიდან.
ყველა ხარჯი (რეგიონებიდან თბილისამდე ტრანსპორტირება, კვება, თბილისში ცხოვრება) ანაზღაურებული იქნება.