პროგრამა ”ჟურნალისტიკა მომავლის გამოწვევებისთვის” აცხადებს მონაწილეთა მიღებას. პროგრამა განკუთვნილია დამწყები ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც სურთ განივითარონ ჟურნალისტური გამოძიების უნარები, გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო კანონების და პოლიტიკის სფეროში, ასევე გაზარდონ საკუთარი პროფესიული ქსელი.
ინტენსიურ ტრენინგ-პროგრამას ატარებენ საერთაშორისო ექსპერტები და იგი ფოკუსირდება საგამოძიებო ჟურნალისტიკის თანამედროვე, მოწინავე ინსტრუმენტებსა და მეთოდებზე. სესიები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ჟურნალისტური გამოძიების საფუძვლები, გამოძიების პროექტის დაგეგმვა და მართვა, ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის მიმოხილვა, პირადი უსაფრთხოება, კვლევა ინტერნეტის საშუალებით, დაშიფრვა, წყაროს დაცვა, ეთიკა და ახალი სოციალური მედიის გამოყენება საჯაროობის პლატფორმის სახით.პროგრამა ჩატარდება რიგაში, ლატვიაში, სამ დამოუკიდებელ მოდულად.
განაცხადის გაკეთება შეუძლიათ დამწყებ ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საგამოძიებო ჟურნალისტიკით (ამ სფეროში გამოცდილება საჭირო არ არის, მაგრამ გამოცდილება ზოგად ჟურნალისტიკაში სავალდებულოა); 20-დან 35 წლამდე ასაკის პირებს; განმცხადებლები თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.
შეირჩევა 25-მდე მონაწილე და ყველა მათგანის ხარჯები სრულად დაიფარება.