en
ge

მცირე პროექტების კონკურსი ახალგაზრდებისათვის (200-დან 1000 ლარამდე)

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“
  • დაწყების თარიღი: 06.02.2014
  • ბოლო ვადა: 15.03.2014
  • ბმული: http://davitianni.ge/?p=3279
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია აღმოვაჩნოთ და ხელი შევუწყოთ საქართველოში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს საკუთარი ორიგინალური, საინტერესო და საზოგადოებისთვის მნიშნელოვანი იდეების განხორციელებაში. კონკურსი ასევე მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნის წახალისებას, რომელშიც გადაიდგმება მეტი ქმედითი ნაბიჯი ახალგაზრდების მოტივირებისა და დასაქმების კუთხით.
ჩვენ ასევე ვისახავთ მიზნად სტიმული მივცეთ ახალგაზრდებს, რათა გაუჩნდეთ მეტი სამოქალაქო აქტივობის, განათლებისა და უნარ-ჩევების გავითარების მიზანი და სურვილი.
პრიორიტეტული მიმართულებები
•სამოქალაქო საზოგადოება
•პირადი ჰიგიენის საკითხები
•კულტურა და ქართული ტრადიციები
•მეცნიერება
•ბიზნესი
რას უნდა შეიცავდეს პროექტი
1.პროექტი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე
2.პროექტის აღწერა
3.მიზანი
4.ამოცანები
5.განხორციელების გზები
6.ბიუჯეტი
7.განხორციელების ვადები
პროექტის შედგენის დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
შერჩევის კრიტერიუმები
•განცხადებები უნდა მოიტანოთ სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოს მეორე სართულზე მდებარე „დავითიანნის" ოფისში
•განაცხადის წარდგენა შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს, იურიდიულ პირებს ან საინიციატივო ჯგუფებს
•ორი სარეკომენდაციო წერილი (საკონტაქტო ნომრების მითითებით)
•სამოქმედო გეგმა უნდა იყოს დასაბუთებული და რეალურად განხორციელებადი
•პროექტი გათვლილი უნდა იყოს ახალგაზრდებზე (არ არის აუცილებელი პროექტის წარმდგენი იყოს ახალგაზრდა)
შეფასების კრიტერიუმები
•კონკურსის პირობებთან და მიზნებთან შესაბამისობის ხარისხი
•„დავითიანნის" ზოგად ფასეულობებთან შესაბამისობის ხარისხი
•პროექტის ზეგავლენის მასშტაბები და მნიშვნელობა
•სტრატეგიებისა და მიდგომების ორიგინალურობა და ეფექტურობა
•პროექტის ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობა
•მოსალოდნელი შედეგების შეფასების გეგმის ეფექტურობა
გთხოვთ გაითვალისწინოთ
•მიღებულ განაცხადებს განიხილავს და შეარჩევს სპეციალური კომისია. საბოლოო გადაწვეტილება დაფინანსების შესახებ, მიღებული იქნება შერჩეული განაცხადების ავტორებთან პირადი გასაუბრების შემდეგ
•კონკურსით გათვალისწინებული გრანტის ოდენობა თითოეულ პროექტზე არის 200-დან 1000 ლარამდე (უპირატესობა მიენიჭება მცირებიუჯეტიან პროექტებს)
•საგრანტო თანხები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ პროექტში გასახორციელებლად გასაწევ აუცილებელ საქმიანობაზე
•ადმინისტრაციული ხარჯი არ დაფინანსდება
•პროექტის განხორციელების ბოლო ვადაა 2014 წლის 25 დეკემბერი
•გთხოვთ, პროექტს თან დაურთოთ თქვენ მიერ უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ მოკლე ინფორმაცია (ასეთის არსებულის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია:
Email: davitianni@gmail.com
ტელ : +995 (32) 2 –24–45–13
საიტი: www.davitianni.ge
Facebook: https://www.facebook.com/DAVITIANNI
საკონტაქტო პირი: თორნიკე რაზმაძე - 558 13 22 41
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 მარტი
ღია კარის დღეები: 19 თებერვალი, 5 მარტი 17:00სთ.
მის. რუსთაველის №23
წყარო: ორგანიზაცია "დავითიანნი"