გორდელერის კოლეჯი დემოკრატიული მმართველობისათვის იწვევს საჯარო ან საზოგადოებრივ სექტორში მოღვაწე ახალგაზრდა ხელმძღვანელებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან კვალიფიკაციის ასამაღლებელ სამკვირიან საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 2014 წლის 30 აგვისტოდან 2014 წლის 20 სექტემბრამდე ბერლინსა და ვარშავაში.
კოლეჯი სთავაზობს მონაწილეებსა და მომავალ პოლიტიკოსებს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას პოლიტიკურ ურთიერთობებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში. მათ ექნებათ შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკის, გერმანიის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის ექსპერტებთან, ასევე გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგს სხვადასხვა სემინარების სახით. ამგვარი მოულოდნელი შეხვედრები საშუალებას აძლევს მონაწილეებს ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი იდეები და გამოცდილება ერთიან ევროპაში.
პროფესორი გიუნტერ ფერჰოიგენი, ევროკომისიის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი კოლეჯის მონაწილეებთან მუშაობაში ჩართული იქნება, როგორც კოლეჯის დირექტორი.
გორდელერის კოლეჯი საშუალებას აძლევს მონაწილეებს თავიანთი საქმიანობის სფეროში ეფექტური მმართველობის თემასთან დაკავაშირებით შეიმუშაონ და განახორციელონ საკუთარი პროექტი, რომელიც სასარგებლო იქნება მათი მშობლიური ინსტიტუტებისათვის. პროექტის მონახაზი უკვე შესულია განაცხადში. პროგრამის მიმდინარეობისას კი მონაწილეები დააკონკრეტებენ პროექტს და მათ მეთვალყურეობას გაუწევს პროექტის ტრენერი. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ცალკეულ დღეებში ბერლინსა და მის შემოგარენში უშუალოდ გაეცნონ იმ დაწესებულებების საქმიანობას, რომელიც მათ სამუშაო სფეროს მიესადაგება. შემდგომში მონაწილეები დამოუკიდებლად განახორციელებენ პროექტს მშობლიურ ქვეყანაში.
გორდელერის კოლეჯი საქმიანობას ახორციელებს გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოსთან თანამშრომლობით (DGAP).
პროგრამის სამუშაო ენა არის გერმანული.
მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2014 წლის 3 მარტი
წყარო: csb.gov.ge