en
ge

პროექტის ხელმძღვანელი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ICCN
  • დაწყების თარიღი: 10.02.2014
  • ბოლო ვადა: 20.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69124/
"კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი", გენდერული თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების მიზნით, იწყებს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი პროგრამის განხორციელებას: "ახალი შესაძლებლობები და ახალი ჰორიზონტები ქალებისა და გოგონებისათვის: გაუჯობესებული არჩევანი პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის".
პროგრამის მიზანია 2014-2016 წლებში გენდერული თანასწორობის პრინციპების გაღმავებისა და გენდერული თანასწორობის პრაქტიკის გაუმჯობესების უზრუნველყოფა ინოვაციური ინსტუმენტების გამოყენებით (ქალთა ოთახები მუნიციპალიტეტების შენობებში, განათლებისა და კარიერის განვითარების ფონდი), რაც ქალებისა და გოგონების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და პროფესიულ არჩევანს განავითარებს და გააუმჯობესებს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
"კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი" 1994 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება საქართველოში მშვიდობის, ტოლერანტობისა და გენდერული თანასწორობის კულტურის გავითარებას და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით: კვლევა, შესაძლებლობების ზრდა, ადვოკატირება, დისკუსიები და სამოქალაქო განათლება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში პროგრამა აცხადებს ვაკანსიას პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, გასვლებით სამიზნე რეგიონებში
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ანაზღაურება: დარიცხული (gross) $1,500
ანგარიშვალდებულია: ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან
სამუშაოს აღწერილობა:
პროგრამის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია პროექტის მართვაზე; დონორთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაციაზე. მის უშუალო საქმიანობას წარმოადგენს:
** პროგრამის სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება.
** ის უშუალოდ ხელმძღვანელობს ყველა კოორდინატორსა და პროგრამის სხვა თანამშრომელს;
** პასუხისმგებელია კარიერისა და ფონდის გამართულად და გამჭვირვალედ მუშაობაზე
** უშუალოდ ახორციელებს ურთიერთობას დონორთან
** პასუხისმგებელია პარტნიორ ორგანიზაციასთან ურთიერთობაზე
** ამზადებს პროგრამულ ანგარიშებს დონორისთვის
** წარმოადგენს პროგრამას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე
** პასუხისმგებელია მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე.
მოთხოვნილი კვალიფიკაცია:
** მაგისტრის ხარისხი სოციალურ ან პოლიტიკურ მეცნიერებებში;
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე სამოქალაქო სექტორში;
** გამოცდილება ქალთა და გენდერულ საკითხებზე მუშაობის კუთხით;
** გამოცდილება დიდი პროგრამების მართვის კუთხით;
** გენდერული სენსიტიურობა;
** ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების კარგი ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა სამუშაოსათვის;
** რუსული ენის ცოდნა რეგიონებში კომუნიკაციისათვის;
** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი ზემოთ მოთხოვნილ ენებზე;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების განსაზღვრის და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
სავალდებულოა:
** კანდიდატს ჰქონდეს კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
** კანდიდატს ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** აღნიშნულ რეგიონებში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ელექტრონულად მოგვაწოდოთ შემდეგი დოკუმენტები 2014 წლის 20 თებერვლამდე, მისამართზე: office@iccn.ge
1) სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე)
2) CV
3) ერთი სარეკომენდაციო წერილი
წყარო:jobs.ge