en
ge

უფასო ტრენინგი ლგბტ საკითხებში მედიცინის სტუდენტებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: იდენტობა
  • დაწყების თარიღი: 10.02.2014
  • ბოლო ვადა: 14.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69149/
არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" სტუდენტურ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია მედიცინის სტუდენტებს უფასო ტრენინგს სთავაზობს ლგბტ საკითხებში.
ტრენინგში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის მედიცინის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტს ან დამწყებ პროფესიონალს შეუძლია.
ტრენინგი მომავალ მედიცინის მუშაკებს პროფესიული თვალსაწიერის გაფართოვების საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს. სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ლგბტ ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის ძირითადი პრინციპების შესახებ. ისინი ლგბტ პაციენტებთან/კლიენტებთან მუშაობისთვის აუცილებელი და სპეციფიკური მოთხოვნილებების შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცნობიან. ტრენინგის მონაწილეები ლგბტ ადამიანებისთვის კომპეტენტური სამედიცინო დახმარების გასაწევად მნიშვნელოვან და საინტერესო უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ამასთან, ტრენინგის ერთ-ერთი მიზანი ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველი ახალი თაობის აქტივისტთა აკადემიურ სფეროში გაძლიერებაა.
რეგიონული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია მგზავრობის, კვებისა და სასტუმროს ხარჯების ანაზღაურება.
ტრენინგი 2014 წლის 15 თებერვალს 10.00-დან 18.00 საათამდე გაიმართება.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 14 თებერვლის ჩათვლით. "იდენტობა" მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს დაუკავშირდება.
წყარო: jobs.ge