"იდენტობა" სამართალმცოდნეობის, ჟურნალისტიკის, მედიცინის, ფსიქოლოგიისა და სოციალური სამუშაოს სპეციალობის სტუდენტებს ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბი, ტრანსგენდერი) საკითხებსა და აქტივიზმში ინტენსიურ სატრენინგო კვირეულს გთავაზობთ.
ტრენინგის მიზანია სტუდენტებისათვის ლგბტ თემის შესახებ საბაზისო ცოდნის მიწოდება და ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებისათვის საჭირო უნარების გამომუშავება. ტრენინგი შემდეგი უნარების განვითარების საშუალებას მოგცემთ:
** საბაზისო ცოდნა ლგბტ საკითხების შესახებ
** შეხვედრების ფასილიტაციისა და ლიდერობის უნარები
** სტრუქტურიზებული დებატებისა და დასაბუთებული არგუმენტის ჩამოყალიბების უნარი
** თემის ორგანიზება, კონფლიქტის მენეჯმენტი და ჯგუფებს შორის სოლიდარობის ჩამოყალიბება
** ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების დაგეგმვა და წარმოება
** მცირე პროექტების წერა და განხორციელება არასამთავრობო ორგანიზაციებში
** არაფორმალური განათლების და თანასწორთა განათლების ტექნიკების გამოყენება.
** სტუდენტებს საშუალება ექნებათ 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ მეორე ეროვნულ ლგბტ სტუდენტურ კონფერენციაშიც მიიღონ მონაწილეობა, შექმნან ნაშრომები ლგბტ თემებზე და მიიღონ სტიპენდია.
მონაწილეობის პირობები:
ტრენინგი ჩატარდება 24-დან 28 თებერვლამდე ორგანიზაცია "იდენტობას" ოფისში, რუსთაველის 37.
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ლგბტ საკითხებით დაინტერესებულ ყველა სტუდენტს.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისათვის.
სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებს წარმოადგენენ, "იდენტობა" მგზავრობის, სასტუმროს და კვების ხარჯებს სრულად აუნაზღაურებს.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ http://identoba.com/2014/02/03/intensive-training/ 21 თებერვლის ჩათვლით.
წყარო: jobs.ge