en
ge

არჩევნებზე დამკვირვებელი - რეგიონები

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო
  • დაწყების თარიღი: 10.02.2014
  • ბოლო ვადა: 10.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69163/
არასამთავრობო ორგანიზაცია - საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" აცხადებს კონკურსს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.
ორგანიზაცია დამოუკიდებლად დააკვირდება არჩევნებს ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების ადგილებში, კერძოდ ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში. "მრავალეროვანი საქართველოს" სადამკვირვებლო კორპუსი შედგება 450 დამკვირვებლისგან. მონიტორინგი ხორციელდება ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.
პირობები:
ორგანიზაცია უზრუნველყოფს დამკვირვებელთა ტრანსპორტირებას, კვებას, საკომუნიკაციო ხარჯებს, ასევე, დამკვირვებლისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი არჩევნების დღეზე დაკვირვებისათვის. გარდა ამისა, აყვანილ დამკვირვებლებს ჩაუტარდებათ ტრენინგი დამკვირვებლის უფლება-მოვალეობების, ქცევის წესებისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ. აუცილებელი პირობაა, ფლობდეთ რუსულ ენას (საშუალო დონეზე), ასევე, სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო სომხური ან აზერბაიჯანული ენების ფლობა (სასაუბრო დონეზე).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, პირადობის მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტი და შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ერთვის განცხადებას) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: archevnebi2014@gmail.com ან მოგვაწოდოთ ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, დ.უზნაძის ქ. 117, 2 სად., 1 სართ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: (032) 2 96 21 25/ 2 18 04 81, (+995) 514 00 19 00 (ირმა)
განცხადება ძალაშია ამა წლის 10 მარტის ჩათვლით.
წყარო: jobs.ge