en
ge

კონკურსი სოციალური კვლევის ჩატარებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ჰერა XXI
  • დაწყების თარიღი: 11.02.2014
  • ბოლო ვადა: 22.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69182/
საქართველოს არასამთავრობო საგანმანათლებლო ასოციაცია "ჰერა XXI" აცხადებს კონკურსს, პროექტის "დაიცავი საკუთარი თავი სექსუალური უფლებებით" ფარგლებში, რაოდენობრივ-თვისობრივი სოციალური კვლევის ჩასატარებლად თემაზე: "სექს მუშაკების დისკრიმინაციის და ძალადობის გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა, რათა დაცული იქნას სექს მუშაკების რეპროდუქციული და სექსუალური უფლება, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება".
კვლევის მიზანი: შეისწავლოს სექს მუშაკების დისკრიმინაცია და სექსუალური უფლებების დარღვევის ფაქტები დასავლეთ საქართველოში და შემუშავდეს პოტენციური რეაგირების რეკომენდაციები.
კვლევა მოიცავს საკითხებს:
1. გამოიკვეთოს კვლევის ჩატარებაში დაინტერესებული 8 სექს მუშაკი;
2. გამოვლინდეს სტიგმა/დისკრიმინაციის გამომწვეი ფაქტორები.
3. გამოვლინდეს სექს მუშაკების საჭიროებები და მათ წინაშე მდგომი გამოწვევები;
4. გაკეთდეს სექს მუშაკებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობის მიმოხილვა;
5. გაკეთდეს სექს მუშაკებთან დაკავშირებული, ქვეყანაში არსებული მართვის მექანიზმების მიმოხილვა და მათი ზემოქმედება მიზნობრივ ჯგუფზე.
საკითხების შესწავლის პარამეტრებით:
** სექს მუშაკების ასაკობრივი ჯგუფი - ასაკის და სქესის მიხედვით;
** სოციალური სტატუსი;
** წარმოშობა (ადგილობრივი/ჩამოსული);
** ორგანიზებულ სექტორში და ქუჩაში მომუშავე სექს მუშაკები.
კვლევითი ორგანიზაციის (ან პიროვნების) მოვალეობანი:
1. ჩაატაროს კვლევითი სამუშაოები ასოციაცია "ჰერა XXI"-ის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის ფარგლებში;
2. განსაზღვროს კვლევის მეთოდოლოგია და შეიმუშაოს კვლევის განრიგი;
3. უზრუნველყოს გაიდლაინების შემუშავება ჯგუფური დისკუსიების მონაწილებისთვის;
4. უზრუნველყოს კითხვარის შემუშავება ქუჩაში მომუშავე სექს მუშაკებისათვის;
5. უზრუნველყოს ინტერვიუერების გადამზადება-სწავლება;
6. უზრუნველყოს გაიდლაინის და კითხვარის ინსტრუქციის გაცნობა ინტერვიუერებისათვის;
7. უზრუნველყოს კითხვარების პილოტირება და პილოტირებული კითხვარის შედეგების ანალიზი;
8. უზრუნველყოს 16 ჯგუფური დისკუსიის და ქუჩაში მომუშავე სექს მუშაკებთან ინტერვიუს ჩატარება შემდეგ ქალაქებში: ქ. ბათუმი; ქ. ფოთი;
9. უზრუნველყოს კვლევის მასალის ჩაწერა აუდიო საშუალებით;
10. უზრუნველყოს მოძიებული მასალის შინაარსობრივი გაანალიზება და შედეგების შემუშავება;
11. უზრუნველყოს შემუშავებული შედეგების და ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის და მექანიზმების მიმოხილვის საფუძველზე, რეკომენდაციების შემუშავება;
12. მონაწილეობა მიიღოს კვლევის ანგარიშის წარდგენაში;
13. დაიცვას კვლევის ვადები;
14. დაექვემდებაროს ასოციაცია "ჰერა XXI"-ის ადმინისტრაციის მონიტორიგს.
ანგარიშგება:
1. კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა აწარმოოს ანგარიშგება, მონაცემთა შეგროვების პროცესთან დაკავშირებით. ანგარიშგება გულისხმობს ყველა შევსებული კითხვარის და დოკუმენტის წარდგენას ასოციაცია "ჰერა XXI"-სათვის კვლევის განრიგის თანახმად;
2. ანგარიში უნდა შეიცავდეს ასოციაცია "ჰერა XXI"-ის მიერ მიწოდებლი ფორმების და ინსტრუქციის თანახმად მოთხოვნილ დოკუმენტებს;
3. კვლევითი ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს რეგულარული ანგარიშგება, კვლევის მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
4. ანგარიში უნდა შიეცავდეს შევსებულ კითხვარებს, მონაცემთა ბაზის შეგროვების დეტალურ აღწერას და ფინანსურ ანგარიშს.
პროექტის ფარგლებში მოპოვებული ყველა მონაცემი, ინფორმაცია, ანგარიშგება და კვლევის შედეგები, არის ასოციაცია "ჰერა XXI"-ის ინტელექტუალური საკუთრება. მათი შემდგომი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ასოციაცია "ჰერა XXI"-ის წერილობითი თანხმობით.
კვლევის ვადები:
1. კვლევის დაწყება - 2014 წლის თებერვალი;
2. კვლევის დამთავრება - 2014 წლის აგვისტო.
საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს:
1. ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაციის შესახებ (დოკუმენტში უნდა ასახული იყოს კვლევითი ორგანიზაციის პროფესიონალური ფოკუსი);
2. მის მიერ განხორციელებული კვლევის ნიმუში, სადაც ხაზგასმული იქნება:
** კვლევის მიზანი;
** საკვლევი საკითხები;
** კვლევის მეთოდოლოგია;
** მონაცემების შეგროვების ლოჯისტიკა
** კვლევის ვადები;
** ბიუჯეტი კვლევის ლოჯისტიკის გათვალისწინებით.
კონკურსში პრიორიტეტი მიეცემა ორგანიზაციას ან პიროვნებას, რომელთაც აქვთ მაღალი რისკის ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება და კვალიფიკაცია და, ვინც რეალურად განსაზღვრავს კვლევის ღირებულებას ლოჯისტიკის გათვალისწინებით.
ყურადღება!
დაინტერესებულმა პირებმა, 2014 წლის 22 თებერვლამდე, ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@hrguide.ge გამოგზავნეთ საკვალიფიკაციო მონაცემები.
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: jobs.ge