პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საერთაშორისო განათლების ცენტრი აცხადებენ კონკურსს აღმოსავლეთ პარტნიორობის თემაზე:
- ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება და მისი გავლენა საქართველოზე
- ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული სარგებელი საქართველოსათვის
- ადამიანის უფლებები და ევროინტეგრაციის პროცესის გავლენა ქვეყნის სოციალურ განვითარებაზე
კონკურში მონაწილეობის მიღება შუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების 3–4 კურსის სტუდენტებს.
საკონკურსო ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 20 ნაბეჭდ გვერდს, ინტერვალი 1.5
ნაშრომს დართული უნდა ქონდეს გამოყენებული ლიტერატურის სია.
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
ნაშრომს თან უნდა დაერთოს ერთგვერდიანი მოკლე შინაარსი, ინგლისურად წარმოდგენილ ნაშრომს ქართულ ენაზე და ქართულად წარმოდგენილ ნაშრომს - ინგლისურ ენაზე.
საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო დღეა 1 აპრილი. ავტორებს შედეგები ეცნობებათ 30 აპრილამდე. საუკეთესო ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან.
ნაშრომი უნდა ჩაბარდეს საერთაშორისო განათლების ცენტრის თბილისის ან რეგიონალურ ოფისებს ქუთაისში, ბათუმში, თელავში და ახალციხეში. შესაძლებელია ელექტრონული ან დაზღვეული ფოსტით ნაშრომის გაგზავნა. დამატებითი შეკითხვებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორს ნინო ჩინჩალაძეს (nino@osgf.ge)
ცენტრის მისამართია: 0108 თბილისი, ჭოველიძის 10, საერთაშორისო განთლების ცენტრი, ტელ. 995322252615, nino@osgf.ge; cie@osgf.ge
6010 ბათუმი, ნინოშვილის ქ 35, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1 სართული, ოთახი 26, 99542275817; nino_inaishvili@osgf.ge ნინო ინაიშვილი
4600 ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1 კორპუსი, 2 სართული, ტელ 995 555 978028 e.berekasvili@yahoo.com –ელენე ბერეკაშვილი
0800 ახალციხე, რუსთაველის ქ.106 სამცხე ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტი 4 სართული, ოთახი 406 ტელ 995 365 21551 Cie.akhaltsikhe@gmail.com, ქეთი ნარიმანიშვილი
2200 თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ.1. იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 5 სართული ტელეფონი 995350 2 73139 sophioarsenishvili@yahoo.com, სოფიო არსენიშვილი
წყარო: cie.ge