არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინასიტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბა, აცხადებს სტაჟიორთა მიღებას.
შესაბამისი გასაუბრებისა და ტესტირების შემდეგ საუკეთესონი ჩაირიცხებიან "აფბას ტრენინგ-ცენტრის" მსმენელებად. "ტრენინგ-ცენტრის" კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელთაგან საუკეთესონი დასაქმდებიან დაფინანსებულ პროექტებში სხვადასხვა პოზიციაზე (რისერჩერი, ანალიტიკოსი, მენეჯერი და ა.შ.). კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სტაჟიორი ("ტრენინგ-ცენტრის" მსმენელი) მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. სტაჟირება ("ტრენინგ-ცენტრის" კურსი) მოიცავს 4 თვეს. ტრენგის გავლა უფასოა.
სტაჟიორებად მიიღებიან ფინანსისტები, ეკონომისტები, ბიზნესით დაინტერესებული და სხვა სპეციალობის ადამიანები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, დოქტორანტურის დონის სტუდენტები და კურსდამთავრებულები 35 წლის ასაკამდე.
გასაუბრებასა და ტესტირებაზე მოწვეული იქნებით თქვენს მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმის შესწავლის შემდეგ, რომელიც მოცემულია თანდართულ დოკუმენტში.
გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy_afba@yahoo.com
გასაუბრებისა და ტესტირების შედეგების შესახებ გეცნობებათ თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ინფორმაცია "აფბას" საქმიანობის შესახებ იხილეთ: http://www.afba.ge
საკონტაქტო პირი:
გიორგი კაპანაძე 571 871 781
ელ-ფოსტა: vacancy_afba@yahoo.com
წყარო: jobs.ge