არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს საერთაშორისო განვითარების ასოციაცია" აცხადებს კონკურსს იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერა:
** იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციაში მომზადებული დოკუმენტების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით;
** კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების აღნუსხვა;
** ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში წამოჭრილი სხვადასხვა იურიდიული საკითხების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
** საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის ინტერესების დაცვა სასამართლოში;
** საჭიროებისამებრ, სხვა იურიდიულ საკითხებზე მუშაობა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართლის განხრით);
** პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ინტერნეტის ცოდნა;
** ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე საფუძვლიანი ცოდნა და ევროკავშირის კანონმდებლობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
გასაუბრებისთვის სავალდებულოა შემდეგი კანონმდებლობის სრულფასოვანი ცოდნა:
** "საქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ"
** საქართველოს მთავრობის განკარგულება N965, "სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს მთავრობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ"
** "საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
** ინგლისური ენის ცოდნის შემთხვევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების (WTO TBT Agreement) აღმოფხვრის თაობაზე შეთანხმების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობის პატივისცემა;
** ეთიკური ნორმების დაცვა.
დაინტერესებულმა პირებმა info@geaid.org მისამართზე გამოგზავნეთ შემდეგი საბუთები:
** CV (ავტობიოგრაფია);
** შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** ინგლისური ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი TOEFL/IELTS (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ორგანიზაცია დაუკავშირდება და გაესაუბრება მხოლოდ იმ პირებს, ვისაც ამოარჩევს წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე. ასევე, გასაუბრებამდე გთხოვთ, საფუძვლიანად გაეცნოთ ზევით ჩამოთვლილ კანონმდებლობას!
წყარო: jobs.ge