en
ge

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
  • დაწყების თარიღი: 06.08.2012
  • ბოლო ვადა: 01.11.2012
  • ბმული: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=48&info_id=2949
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" "კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის მიმართულება აცხადდებს კონკურსს: "ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის" თემაზე საუკეთესო სტატიის და ტელე-სიუჟეტის გამოსავლენად.
სტატია და ტელე-სიუჟეტი უნდა შეეხებოდეს პაციენტების (პალიატიური მზრუნველობის მქონე ან აივ ინფექცირებულთა და/ან შიდსით დაავადებული) უფლებრივ მდგომარეობას, მკურნალობის და სერვისების ხელმისაწვდომობას და ამ სფეროში არსებულ სიტუაციას და პოლიტიკას.
სტატია შეიძლება გამოქვეყნებული იყოს, როგორც გაზეთში/ჟურნალში, ასევე ინტერნეტ გამოცემაში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი მასალა უნდა იყოს გამოქვეყნებული ა.წ. 4 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.
მასალის საკონკურსოდ წარდგენის ფორმატი:
გაზეთში/ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის დედანი და ელექტრონული ვერსია (ჩაწერილი CD-ზე) და გასული რეპორტაჟი (ჩაწერილი CD-ზე); სტატიის გამოქვეყნების /გასული რეპორტაჟის თარიღი და ავტორის სახელი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, მისამართი, პირადობის მოწმობის ასლი, ელ-ფოსტა).
შეფასება:
სტატია და ტელე-სიუჟეტი შეფასდება, როგორც ინფორმაციული ღირებულების, ასევე წერის და მასალის მომზადების სტანდარტების, ბალანსის დაცვისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით
ჯილდო:
განიხილება ყველა სტატია და ტელე-სიუჟეტი, რომელიც კონკურსის მოთხოვნის სრული დაცვით იქნება წარმოდგენილი.
დაჯილდოვდება 1 საუკეთესო სტატიის და 1 საუკეთესო ტელე-რეპორტაჟის ავტორი შემდეგი პრიზებით:
  • საუკეთესო სტატიისთვის - Ipad
  • საუკეთესო ტელე-სიუჟეტისთვის - Ipad
ნამუშევრების ჩაბარების წესები:
ნაშრომები უნდა ჩაიდოს დალუქულ კონვერტში (რეპორტაჟი ჩაწერილი CD-ზე), რომელზეც მითითებული იქნება კონკურსის სახელწოდება, კონკურსანტის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალი.
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", სტატიის/სიუჟეტის ავტორთან ერთად იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნოს და გაავრცელოს სტატია/სიუჟეტი, ავტორის სახელისა და გვარის მითითებით.
საუკეთესო ნამუშევარი შესაძლოა განთავსდეს ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს/გავიდეს სხვადასხვა მედია საშუალებებში ან სხვა შესაბამის ღონისძიებებზე.
კონსულტაციები:
დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება ოთხშაბათს, 8 აგვისტოს 16:00საათზე, 19 სექტემბერს 16:00 საათზე, 3 ოქტომბერს 16:00 საათზე და 8 ოქტომბერს 16:00 საათზე ფონდის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10
ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 1 ნოემბერი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" პროექტი ქ. თბილისი, ჭოველიძის 10
წყარო: osgf.ge