en
ge

კონკურსი საგაზაფხულო ბანაკების ორგანიზების შესახებ

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: PH International
  • დაწყების თარიღი: 11.02.2014
  • ბოლო ვადა: 27.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69242/
ამერიკული ორგანიზაცია "PH International", აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" პროგრამის ფარგლებში (თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება AID-114-A-10-00004, დამატება - 6) იწვევს დაინტერესებულ მხარეებს, მონაწილეობა მიიღონ ღია კონკურსში სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკების ორგანიზების მომსახურების შესახებ.
ინფორმაცია საგაზაფხულო ბანაკის შესახებ:
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და PH International-ის (ადრე ცნობილი, როგორც პროექტი ჰარმონია) ერთობლივ ინიციატივას. პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამის ერთ-ერთი აქტივობაა ყოველწლიურად სამი 5 დღიანი სამოქალაქო განათლების ბანაკის ორგანიზება ლიდერი სკოლის მოსწავლეებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის. ბანაკი ხელს შეუწყობს სკოლის უფროსკლასელებს სხვადასხვა რეგიონებიდან გაიცნონ ერთმანეთი და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში კი შექმნან ერთობლივი პროექტები. ბანაკების დროს ჩატარდება დებატები, სხვადასხვა ექსპერტებთან შეხვედრები, ლექციები, სემინარები და ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორიცაა: აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, არჩევნები, დემოკრატიული მმართველობა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის აუცილებლობა და სხვა.
მიმდინარე წელს პროგრამა გეგმავს სამი 5-დღიანი საგაზაფხულო ბანაკის ორგანიზებას აპრილი-მაისში.
ვის შეუძლია მონაწილეობა:
** არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები
** კერძო ტრენინგ კომპანიები და ორგანიზაციები
** სხვა ამ ტიპის ორგანიზაციები
ძირითადი მოთხოვნები: ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე კონკურსში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ახალგზარდული ბანაკის ჩატარების გამოცდილება:
** ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ახალგაზრდული ბანაკის ჩატარების გამოცდილება სკოლის უფროსკლასელთა ასაკობრივი ჯგუფებისთვის საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში;
** ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სკოლის უფროსკლასელთა ასაკობრივი ჯგუფებისთვის ახალგაზრდული ბანაკის ჩატარებისთვის აუცილებელი ცოდნა, მათ შორის: ბანაკის მართვის სტრუქტურა, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება ბანაკების ორგანიზებაში და ინოვაციური ხედვა, ეფექტური ახალგაზრდული ბანაკის ჩატარებისთვის.
ბანაკის მართვის ადამიანური რესურსი:
** ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ადამიანური რესურსები, რომლებიც დაგეგმავენ სამ საგაზაფხულო ბანაკს (თითოეულის ხანგრძლივობა 5 დღე) გააკონტროლებენ მონაწილეთა დაბინავებას, მათ უსაფრთხო განთავსებას და გაცილებას (10 თანამშრომლის ჩართულობა საგაზაფხულო ბანაკების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში);
** თითოეული ბანაკის შემთხვევაში ორგანიზაციის 10 თანამშრომელი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს ბანაკში სრული 5 დღის განმავლობაში და უნდა უზრუნველყოს ბანაკის მონაწილეთა მიღება, დაბინავება, ყოველი სამუშაო დღის მართვა, უსაფრთხოების ზომების დაცვა და მონაწილეთა გასტუმრება.
საგაზაფხულო ბანაკის სავარაუდო სტრუქტურა:
** 2014 წლის აპრილი-მაისში ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს სამი 5 დღიანი სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის დაგეგმვა და განხორციელება PH International - ის "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" პროგრამის თანამშრომლებთან კონსულტაციით;
** დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ბანაკებს შორის 7 დღიანი ინტერვალი;
** ბანაკის ყოველი დღე დაიწყება ბანაკის ყველა მონაწილის საერთო შეკრებით, დღის განრიგის მიმოხილვით და ინსტრუქტაჟით, რომლის შემდეგაც მონაწილეები გადანაწილდებიან მათთვის საინტერესო ჯგუფებში (სულ იგეგმება ოთხი პარალელური ჯგუფის შექმნა სხვადასხვა თემატიკით, რომელსაც წარუძღვება ტრენერი/მოწვეული ექსპერტი);
** ბანაკის ყოველი დღე დასრულდება საჯარო ლექცია/სემინარით ყველა მონაწილისათვის, რომელსაც წარუძღვება ამ ბანაკში სპეციალურად ამ თემისთვის მოწვეული სტუმარი / თემის ექსპერტი;
** ბანაკის მსვლელობისას გარკვეული დრო დაეთმობა, ასევე, სხვადასხვა სპორტულ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, რომლის დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია "შემსრულებელი".
ტრენერების/ექსპერტების უზრუნველყოფა:
** თითოეული ბანაკის შემთხვევაში ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ოთხი ტრენერის/ექსპერტის მონაწილეობა ბანაკის პარალელური ჯგუფების მუშაობისთვის, სულ 5 სრული დღე თითოეული ჯგუფისთვის (ამ ეტაპზე ოთხი პარალელური ჯგუფის ტრენინგ თემატიკა განსაზღვრული არ არის);
** თითოეული ბანაკის შემთხვევაში ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა ექსპერტის / მოწვეული სტუმრის მონაწილეობა ბანაკის საჯარო ლექცია / სემინარისთვის, რომელიც გაიმართება ბანაკის მონაწილეებისათვის ყოველი დღის ბოლოს, სავარაუდოდ 1, 5 საათის მანძილზე, სულ 3 დღის განმავლობაში (ამ ეტაპზე საჯარო ლექციის თემატიკა განსაზღვრული არ არის).
კოორდინაცია დამკვეთის მიერ შერჩეულ სასტუმროსთან.
თითოეული ბანაკის შემთხვევაში ორგანიზაციამ უნდა ითანამშრომლოს დამკვეთის მიერ შერჩეულ სასტუმროსთან ყველა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება მონაწილეთა განთავსებას, მათ უსაფრთხოებასა და კვებას; ასევე, კოორდინაცია გაუწიოს სასტუმროს მიერ აღნიშნული მომსახურების ჯეროვნად უზრუნველყოფას.
ბანაკის მონაწილეთა დაზღვევა:
თითოეული ბანაკის შემთხვევაში ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ბანაკის 90 მონაწილის (მოსწავლე და მასწავლებელი) ტრანსპორტირებისა და ბანაკის მიმდინარეობის პერიოდში დაზღვევა.
ბანაკის დამხმარე მასალები:
** თითოეული ბანაკის შემთხვევაში ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ბანაკის ყველა მონაწილე (სულ 114, აქედან 100 მოსწავლე/მასწავლებელი + 14 ტრენერი/ექსპერტი/მოხალისე/საორგანიზაციო ჯგუფის წევრი/მოწვეული სტუმარი) ბლოკნოტებით, კალმებით, სამკერდე საკიდებით (და მათზე ბანაკის მონაწილეთა სახელებისა და გვარების დატანით) და საგაზაფხულო ბანაკისთვის სპეციალურად მომზადებული მაისურებით (თეთრი მაისური წინა და უკანა მხარეს ფერადი ბეჭდვით);
** თითოეული ბანაკის შემთხვევაში ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ერთი პროექტორი, ერთი პორტატული კომპიუტერი და ერთი ეკრანი დღის ბოლოს გასამართი საჯარო ლექცია - სემინარისთვის;
** თითოეული ბანაკის შემთხვევაში ორგანიზაციამ, საჭიროებისამებრ დამატებით უნდა უზრუნველყოს პროექტორები და პორტატული კომპიუტერები ოთხი პარალელური ტრენინგ-სემინარისთვის;
** ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ფლიპ ჩართ ფურცლების და მარკერების საკმარისი რაოდენობა ტრენინგ-სემინარებისა და საჯარო ლექციების ჩატარებისთვის;
** ორგანიზაციამ, საჭიროებისამებრ უნდა უზრუნველყოს ტრენინგ-სემინარების ან საჯარო ლექცია - სემინარის დროს დასარიგებელი ჰენდაუთები ყველა მონაწილისთვის;
** ორგანიზაციამ, საჭიროებისამებრ უნდა უზრუნველყოს ბანაკის მსვლელობისას განხორციელებული სპორტული და გამაჯანსაღებელი ღონისძიებებისათვის საჭირო ინვენტარი მონაწილეებისათვის.
თარიღები: ბანაკების ჩატარება იგეგმება 2014 წლის აპრილი-მაისში. თარიღები დადასტურდება 2014 წლის მარტში.
შერჩევის კრიტერიუმები: ისეთ დაინტერესებულ მხარეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას და წარმოადგენენ კონკურენტულ ფასს, მიენიჭებათ უპირატესობა.
გადახდის პირობები:
შერჩეულ ორგანიზაციასთან გაფორმდება ერთი კონტრაქტი სამივე ბანაკის ორგანიზების შესახებ. საბანაკე აქტივობების დაგეგმვისა და წინასაორგანიზაციო საქმიანობისათვის შერჩეულ ორგანიზაციას ავანსის სახით ჩაერიცხება სახელშეკრულებო თანხის 20-25%. დარჩენილი თანხის ანაზღაურება - თითოეული ბანაკის წარმატებით ორგანიზებისა და განხორციელების შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული აშშ დოლარისა და ლარის გაცვლითი კურსის შესაბამისად. შემსრულებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დამკვეთი არ არის დღგ-ის გადამხდელი და ამასთანავე დამკვეთს აქვს დღგ-ს დამატებითი შეღავათი ნულოვანი განაკვეთის სახით. შემსრულებელი ვალდებულია, თანხის საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, დამკვეთს მიაწოდოს შესაბამისი ფინანსური დოკუმემენტაცია (მაგალითად, ანგარიშ-ფაქტურა ნულოვანი განაკვეთით).
როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში?
მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს თანხმობის წერილი, შევსებული ბიუჯეტის ფორმა და ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ ამ განცხადებაზე თანდართული ფორმების შევსების გზით.
ჩამოტვირთეთ და შეავსეთ დანართები:
** დანართი 1 (იგივე თანხმობის წერილი კონკურსში მონაწილეობაზე);
** დანართი 2 (იგივე ბიუჯეტის ფორმა). გაითვალისწინეთ, რომ ბიუჯეტი მოწოდებული უნდა იყოს დოლარებში, დღგ-ს გარეშე;
** დანართი 3 (იგივე ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ).
დანართებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე საკონკურსო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ;
** ცნობა, რომ განმცხადებლის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
ყველა შევსებული ფორმა (დანართი 1, 2 და 3) მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად დასკანირებული სახით გამოგზავნილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2014 წლის 27 თებერვლის 16:00 საათისა, შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: tea.mshvenieradze@ph-int.org და სათაურში (Subject Line) მიუთითეთ "2014 Civics Camp Organizer RFQ".
დოკუმენტაციის მომზადების დროს წამოჭრილი დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თეა მშვენიერაძეს ელ.ფოსტით tea.mshvenieradze@ph-int.org ან ოფისში: 299 00 49 ან 223 33 38.
წყარო: jobs.ge