en
ge

ტენდერი ტრენინგ მოდულების ჩატარებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: გადავარჩინოთ ბავშვები
  • დაწყების თარიღი: 12.02.2014
  • ბოლო ვადა: 14.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69300/
"Save the Children International"-ის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში აცხადებს ტენდერს ტრენინგ მოდულების ჩატარებაზე პროექტის "ომის შედეგად დაზარალებული თემების რეფერალური სისტემის გაძლიერება შიდა ქართლში" ფარგლებში, დაფინანსებული დონორი ორგანიზაციის BPRM-ის მიერ.
ტრენინგის ჩატარების ხანგრძლივობა და ადგილი: 4 თვე - 2014 წლის აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი. შიდა ქართლის რაიონი, ხუთი სოფელი /დევნილთა ჩასახლება: სკრა, კარალეთი, ბერბუკი, შავშვები და ხურვალეთი. თითო მოდულზე ჩატარდება თითო ტრენინგი (სულ სამი მოდული, თითო ტრენინგი 2 დღიანი ხანგრძლივობით, მონაწილეთა რაოდენობა ერთ ტრენინგზე 20 კაცი).
ტრენინგების პროგრამა მოიცავს შემდეგს:
მოდული ა: ტრენინგები დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებზე:
** ადვოკატირების ტექნიკა
** სოციალური, განათლების და ჯანდაცვის რეგიონში არსებული მომსახურება
** დევნილთა უფლებები
** საერთაშორისო ჰუმანიტარული ჩარჩოები
** დევნილთა საკითხებზე
** ეროვნული სტრატეგიული გეგმა და სამოქმედო გეგმა
** დევნილების შესახებ კანონმდებლობის განახლება.
მოდულის 2 დღიან სესიაში 5 ჯგუფი.
მოდული ბ: ჩაუტარდება დევნილ ოჯახებს, შემდეგ საკითხებზე:
** სტრესის იდენტიფიცირება და მასთან გამკლავება
** ბრაზის მართვა
** რელაქსაციის ტექნიკა.
მოდული გ: ტრენინგები ორიენტირებული იქნება ბავშვების საკითხებზე და ჩაუტარდებათ დევნილ და მასპინძელი თემის მცხოვრებ მშობლებს შემდეგ თემებზე:
** პოზიტიური აღმზრდელობითი უნარების განვითარება
** შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები/უფროსები და მათი უფლებები
** ბავშვთა შრომა
** ოჯახის დაგეგმვა.
ჩამოთვლილი ტრენინგები ჩატარდება თვეში ერთხელ.
დაინტერესებულმა კომპანიებმა/ორგანიზაცებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის/ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ;
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
** ორგანიზაციის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, საბანკო რეკვიზიტები, პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი (პირადობის დამადასტურებელი ასლი).
** ორგანიზაციის გამოცდილება ტრენინგების მიმართულებით;
** სატრენინგო სესიის აღწერილობა და გამოყენებული მეთოდოლოგია;
** ბიუჯეტი ყველა გადასახადის, ტრენერების ტრანსპორტირების, ასევე, კვებით (ორი შესვენება ყავით და ლანჩი) და მასალებით უზრუნველყოფის ხარჯების გათვალისწინებით.
** მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა მიუთითოთ ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ის გარეშე.
** კომპანიის/ორგანიზაციის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები.
** ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
** ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არარსებობის შესახებ.
დაინტერესებულ კომპანიებს/ორგანიზაციებს, გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგინოთ დალუქული კონვერტით და მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია - პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა.
განაცხადი მიიღება 2014 წლის 13 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა 27 ბ; IV სართული
ტელ: 224 45 20/21
"Save the Children International"-ის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში
საკონტაქტო პირი: ნატა მელიქიშვილი
წყარო: jobs.ge