en
ge

ტრენინგ/კონფერენცია გაეროში, ნიუ-იორკში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 12.02.2014
  • ბოლო ვადა: 10.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69302/
დასახელება: ტრენინგ/კონფერენცია გაეროში, ნიუ-იორკში
გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს, გაემგზავრონ ამერიკაში და მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ ფორუმში - გლობალური პრობლემების გადაჭრის ლაბორატორია 2014, გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ იორკი.
პროექტი განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაეუფლონ სტრატეგიების შემუშავებისა და დაგეგმვის მეთოდოლოგიას, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ლიდერობისა და პრობლემების მოგვარების გზების შესახებ, გაეცნონ მსოფლიოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს, მათი მოგვარების გზებს, ტექნოლოგიებს, კულტურას, რესურსებს და გააცნობიერონ, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ მომავლის შესაცვლელად.
სამეცნიერო პროექტი არის ადგილი, სადაც რეალურად ხდება გლობალური და ლოკალური პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავება.
მოთხოვნები:
** ასაკობრივი ჯგუფები: 16-დან 35 წლამდე;
** საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;
** ლიდერის თვისებები;
** პრიორიტეტი მიენიჭებათ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობების მქონე პირებს.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, 2013 წლის 10 მარტამდე გამოაგზავნოთ CV მისამართზე: exchangeprograms@pdcgeo.ge (სათაურის ზოლში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და "USA International Programm").
პროექტი ნაწილობრივ დაფინანსებულია.
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტის ხანგრძლივობა: 10 დღე
პროექტის განხორციელების დრო: 2014 წლის ივნისი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:
გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი
თბილისი, კოსტავას 67 (სართული 2)
ტელ. (+995 32) 2 147270, 574 334 777, 568 802 882
მოიწონეთ სრული ინფორმაციის მისაღებად: http://goo.gl/Ceu9iX | https://www.facebook.com/groups/274237499262561/
წყარო: jobs.ge